საანაბეჭდე კოვზი

..

საანაბეჭდე კოვზი – (სტომატ.) გამოიყენება საანაბეჭდე მასის დასაჭერად ანაბეჭდის მიღების დროს. არის სტანდარტული (მზადდება ლითონისგან ქარხნული წესით და სერიულად გამოდის სხვადასხვა ზომისა და ფორმის) და ინდივიდუალური. ზედა ყბის საანაბეჭდე კოვზი შედგება სახელურისგან, კბილების, ალვეოლური მორჩებისა და სასის სარეცელისგან. ინდივიდუალური საანაბეჭდე პლასტმასის კოვზები, ძირითადად, კლინიკურ-ლაბორატორიულად მზადდება. ქვედა ყბის კოვზს ნალისებრი ფორმა აქვს. მის შიგნითა კიდეს აქვს ქიმი ალვეოლური მორჩისა და ყბის ორალური ნაწილისთვის. კოვზები სხვადასხვა ზომისაა მთლიანად ან ნაწილობრივ უკბილო ყბებისთვის.  (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook