საღეჭი ზედაპირი კბილის (facies masticatio dentis)

..

საღეჭი ზედაპირი კბილის (facies masticatio dentis) – (სტომატ.) აქვს ორივე ყბის პრემოლარებსა და მოლარებს. პრემოლარებს აქვთ 2-2 საღეჭი ბორცვი: ლოყისკენა და ენისკენა; ქვედა ყბის პირველ მოლარებს 5-5 ბორცვი: 3 ლოყისკენა და 2 ენისკენა; ქვედა ყბის მეორე და მესამე მოლარებს 4 ბორცვი: 2 ლოყისკენა და 2 ენისკენა; ზედა ყბის მოლარებს აქვთ 4-4 ბორცვი: 2 ლოყისკენა და 2 სასისკენა. აღინიშნება ამ რაოდენობებიდან გადახრა, როგორც მეტი, ასევე ნაკლები ბორცვები. კბილების ანატომია მნიშვნელოვანია პროთეზებში მათი ფორმის მოდელირებისთვის. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook