საღეჭ-სამეტყველო აპარატი

..

საღეჭ – სამეტყველო აპარატი – (სტომატ.) ურთიერთდაკავშირებული სისტემებისა და ცალკეული ორგანოების კომპლექსი, რომელიც მონაწილეობს ღეჭვაში, სუნთქვაში, ბგერათწარმოქმნაში და მეტყველებაში. მასში შედის: სახის ჩონჩხი და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრები; საღეჭი კუნთები; ორგანოების სისტემა (ტუჩები, ლოყები მიმიკური მუსკულატურით, რბილი სასა, ენა) საკვების მისატაცებლად, გადასაადგილებლად, საკვების გუნდის ჩამოსაყალიბებლად, ყლაპვისთვის;  საკვების დასაშლელი და დასაქუცმაცებელი ორგანოები (კბილები); ლორწოს, სეკრეტისა და ფერმენტების გამომყოფი ორგანოები (სანერწყვე ჯირკვლები); სპეციფიკური ნერვული აპარატი, რომელიც განსაზღვრავს საკვების ხარისხობრივ თავისებურებებს (გემოვნების აპარატი) და დიდი რეცეპტორული ველი, რომელიც აღიქვამს ტაქტილურ, თერმულ და ყველა სხვა გარეგან გაღიზიანებას; სამეტყველო აპარატი – (სტომატ.) ლოყები, ტუჩები, ენა, მაგარი სასა. ღეჭვის ფუნქცია შედგება შემდეგი ძირითადი ფაზებისგან: პირის გაღება, დახურვა, ქვედა ყბის გადაადგილება წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ და კომბინირებული მოძრაობები. ეს ხორციელდება საღეჭი მუსკულატურის მდგომარეობის შეცვლით (შეკუმშვა და მოდუნება), საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ელემენტების თანაფარდობითა და კბილთა მწკრივებს შორის თანაფარდობით. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook