ნერწყვ-კენჭოვანი დაავადება

..

ნერწყვ – კენჭოვანი დაავადება – (სტომატ.) სანერწყვე ჯირკვების ხშირი დაავადებაა. ძირითადად, აღინიშნება შუა ხნის პირებში. შედარებით ხშირია მამაკაცებში. ზოგიერთი მეცნიერი ამას ხსნის მწეველობით, პირის ღრუს არასათანადო მოვლით და პირში სხვადასხვა ინფიცირებული საგნების, მაგ., ლურსმნის, ასანთის და ა.შ. ჩადების მავნე ჩვევით. კონკრემენტი, ძირითადად, მდებარეობს ყბისქვეშა ჯირკვალში ან მის გამომტან სადინარში, შედარებით იშვიათად – (სტომატ.) ყბაყურა ჯირკვალში ან მის სადინარში. ენისქვეშა ჯირკვალში კენჭები თითქმის არ აღინიშნება. ეტიოლოგია: დაავადება უძველესი დროიდან არის ცნობილი და მისადმი მიძღვნილი მრავალი ნაშრომი არსებობს, მაგრამ კენჭების წარმოქმნა ჯირკვლის სადინარებსა და პარენქიმაში ბოლომდე შესწავლილი არ არის. თან ახლავს ინტენსიური ტკივილი საკვების მიღების დროს, დაზიანებული ჯირკვლის შეშუპება ნერწყვის გამოყოფის გაძნელების გამო.  (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>