პერიოდონტონი

..

პერიოდონტონი – (სტომატ.) პაროდონტიტისა და აფთების სამკურნალო პასტა. აერთიანებს შემადგენელი კომპონენტების მოქმედებას: 1) ფერმენტული ნაერთი პაპაინი. მისი ძლიერი შეშუპების და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გამოიყენება ზოგად მედიცინაში დაჩირქებული ჭრილობების დასამუშავებლად და ნეკროზული ქსოვილების მოსაცილებლად; 2) ფრამიცეტინის სულფატი, მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკი. ძირითადად, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას. მოქმედებს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე, აქტინომიცეტებზე და მჟავაგამძლე ბაცილებზე; 3) ნატრიუმის ბენზოატის ბაქტერიოსტატიკური მოქმედება ხელს უშლის ფრამიცეტინისადმი გამძლე ბაქტერიებით დაზიანებული უბნების გაფართოებას. ადგილობრივად მისი  გამოყენება, ხელს უწყობს პაროდონტიტების კერების სტერილიზაციას და მათ მოცილებას. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>