საღეჭი ძალა კუნთების

..

საღეჭი ძალა კუნთების – (სტომატ.) ფიზიოლოგიური ძალა, რომელიც შეიძლება განვითარდეს ქვედა ყბის ამწევი საღეჭი მუსკულატურის მიერ. ის, ვებერის მონაცემებით, საშუალოდ 390-400 კგ-ია (ქვედა ყბის ამწევი სამივე წყვილი კუნთის ფიზიოლოგიური კვეთი 39 სმ2, რომლის 1 სმ2 ფართობზე შეიძლება განვითარდეს 10 კგ ძალა. შესაბამისად, მთელმა საღეჭმა მუსკულატურამ შეიძლება განავითაროს 390-400 კგ ძალა). შიგნითა ფრთისებრი კუნთის ფიზიოლოგიური კვეთი 4 სმ2-ია, საღეჭი კუნთის 8 სმ2, საფეთქლის კუნთის 7,5 სმ2. ანუ შიგნითა ფრთისებრ კუნთს შეუძლია განავითაროს 40 კგ ძალა, საღეჭს – (სტომატ.) 75 კგ, საფეთქლისას კი 80 კგ. სულ ერთ მხარეზე 195 კგ, ორივეზე 390 კგ.   (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>