სიმეტროსკოპია

..

სიმეტროსკოპია – (სტომატ.) ტრანსვერსული და საგიტალური მიმართულებით კბილების მდებარეობის შესწავლის მეთოდი. ამ მიზნით გამოიყენება სპეციალური ხელსაწყო – (სტომატ.) გამჭვირვალე ფირფიტა, რომელზეც არის მილიმეტრიანი ბადე. ფირფიტა ედება თაბაშირის მოდელზე, მილიმეტრიანი შკალის შუა ხაზი ორიენტირებულია სასის შუა ნაკერზე და შეისწავლიან კბილების მდებარეობას შუა და განივი ხაზების მიმართ.     (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>