დედის რძე და „ბოთლისმიერი“ კარიესი

დედის რძე და „ბოთლისმიერი“ კარიესი

დედის რძე და „ბოთლისმიერი“ კარიესი: არის თუ არა კავშირი?

მრავალი სტომატოლოგის აზრით, პირველი კბილების ამოსვლისთანავე ბავშვს აუცილებლად უნდა შეუწყვიტონ ძუძუთი კვება, რადგან ლაქტოზას (რძის შაქრის) შემცველი დედის რძე არ გახდეს ადრეული (ე.წ. „ბოთლისმიერი”) კარიესის განვითარების მიზეზი.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

სხვა პროფესიონალები საპირისპირო აზრზე არიან, არწმუნებენ რა ყველას, რომ სწორედ დედის რძე უწყობს ხელს ბავშვის ორგანიზმის დაცვას კარიესის განვითარებისგან.
ვიმედოვნებთ, რომ მოცემული სტატია ნათელს მოჰფენს ამ პრობლემას და ახალგაზრდა მშობლებს დაეხმარება ამ საკითხში.

ლაქტოზა

დავიწყოთ დედის რძის და მასში შემავალი ლაქტოზას სტრუქტურის ანალიზით, რადგან სწორედ ლაქტოზას მიიჩნევენ ადრეული კარიესის მთავარ მიზეზად.
აღსანიშნავია, რომ ლაქტოზა ბავშვის ორგანიზმში იშლება ორ ძირითად ნივთიერებად – გალაქტოზად და გლუკოზად.
ეს პროცესი ხდება ნაწლავებში და არა პირის ღრუში, ამიტომ ლაქტოზა გავლენას არ ახდენს კბილების მდგომარეობაზე. ამავდროულად, დედის რძეში შედის იმდენი ანტიბაქტერიული კომპონენტი და ფერმენტი, რომ იგი იცავს ბავშვის ორგანიზმს, არათუ ვნებს მას.
მრავალი გამოკვლევით დამტკიცდა, რომ ბავშვის კვება დედის რძით 40 მეტი დღის განმავლობაში, მკვეთრად აქვეითებს „ბოთლისმიერი” კარიესის განვითარების რისკს.
მაგალითად, დედის რძით გამოკვებილ ვირთხებში კარიესი საერთოდ არ ვითარდება, ხოლო იმ ვირთხებში, რომლებიც იღებდნენ საქაროზას შემცველ რძეს ან წყალ-საქაროზულ საკვებს, აღინიშნა კბილების დაშლა.
მეცნიერებმა გამოკვლევებით დაამტკიცეს, რომ დედის რძე კარგად მოქმედებს ბავშვის პირის ღრუზე, ამცირებს არასწორი თანკბილვის განვითარების და ძილში ხვრინვისა და სუნთქვის გაჩერების შესაძლებლობას. დედის რძე შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც აუვნებელყოფენ ბაქტერიებს Streptococcus mutans, რომელთა გამოც ვითარდება კარიესი.
ადრეული კარიესისა და ძუძუთი კვების ურთიერთკავშირის ანალიზის დროს ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტსაც, რომ ჩვენს პლანეტაზე ცხოვრობს ძუძუმწოვრების დაახლოებით 4500 სახეობა.
ყველა მათგანი შთამომავლობას რძით კვებავენ და მხოლოდ ერთ სახეობას – ადამიანს – უვითარდება ადრეული კარიესი. იგი რომ ვითარდებოდეს მრავალ ძუძუმწოვარში, ისინი ალბათ დღემდე გადაშენდებოდნენ.

შაქარი

ყველა ზემოთ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, „ბოთლისმიერი” კარიესის განვითარების მიზეზია არა დედის რძეში შემავალი ლაქტოზა, არამედ შაქარი, რომელიც დიდი რაოდენობით შედის წვენებში, მშრალ საუზმეში, პურში, ჩირში და მრავალ სხვა პროდუქტში.
სწორედ ასეთი საკვები და ტკბილი ნარევები, რომლებიც რჩება ბავშვის კბილებზე, არის კარიესის მიზეზი, რადგან ისინი მკვეთრად აქვეითებენ მჟავიანობას პირის ღრუში და შლიან მინანქარს. მათი დამაზიანებელი მოქმედება რამდენჯერმე ძლიერდება, თუ ბავშვი მათ იღებს ღამით.
ნადები კბილებზე დილამდე რჩება, ღამით კი ნერწყვის გამოყოფა შემცირებულია და შესაბამისად, ნერწყვის დამცველობითი თვისებები არ მოქმედებენ.
ადრეული კარიესი ასევე შეიძლება განვითარდეს ბაქტერიების Streptococcus mutans-ის გამო, რომლებიც ბავშვს სხვა ადამიანებისგან (უპირველეს ყოვლისა, მშობლებისგან) გადაეცემა, რადგან უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ კარიესი არის ინფექცია. შესაძლო მიზეზებს შორის გასათვალისწინებელია ასევე ძლიერი სტრესი ორსულობის დროს, ანტიბიოტიკების მიღება, საკვები ნივთიერებების დეფიციტი რაციონში და ცუდი ჰიგიენა.
ამიტომ, თუ თქვენს ბავშვს განუვითარდა „ბოთლისმიერი” კარიესი, გირჩევთ გაითვალისწინოთ კარიესის გამომწვევი ყველა შესაძლო მიზეზი (ცხოვრების წესი, კვება, ჰიგიენა, საკუთარი კბილების მდგომარეობა) და გააკეთოთ ყველაფერი, რომ თავიდან აიცილოთ მისი განვითარება და არ ეძებოთ მისი მიზეზი დედის რძით კვებაში. გადასვლა 1. სტომატოლოგია; 2.ბავშვი

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.