პერიოდული თავშეკავება – აბსტინენცია

კონტრაცეპციის ეს მეთოდი ემყარება ქალის მენსტრუალური ციკლის ,,ნაყოფიერი” დღეების განსაზღვრას, რომლის დროსაც საჭიროა სქესობრივი კონტაქტისაგან თავშეკავება. ამისათვის მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს:

1. ტემპერატურული მეთოდი:

,,ნაყოფიერი” დღეების განსაზღვრა მენსტრუალური ციკლის მანძილზე სხეულის ტემპერატურის მერყეობის საფუძველზე ხდება. მენსტრუალური ციკლის დაწყებიდან ყოველდღიურად ხდება სხეულის ტემპერატურის გაზომვა: ტემპერატურა იზომება დილით, საწოლიდან წამოდგომამდე, უზმოზე, უკანა ტანიდან, 7 წუთის განმავლობაში. პირველი ათი დღის მანძილზე ტემპერატურა 36,6-36,8 -ია, მე-11 დღიდან ტემპერატურა იმატებს 37,0-37,2ო-მდე, რაც ოვულაციაზე (ფოლიკულის გასკდომაზე და მომწიფებული კვერცხუჯრედის განთავისუფლებაზე) მიუთითებს. მომატებული ტემპერატურის დაფიქსირებიდან 5 – 12 დღის განმავლობაში (დამოკიდებულია ციკლის ხანგრძლივობაზე) დაორსულების რისკი მაღალია. შემდეგ იწყება “არანაყოფიერი~ პერიოდი.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ქალის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები


2. საშოდან ლორწოვანი გამონადენის აღნუსხვის მეთოდი:

პერიოდული თავშეკავებაგანაყოფიერებისათვის ხელსაყრელი დღეების განსაზღვრა ხდება მენსტრუალური ციკლის მანძილზე ლორწოვანი გამონადენის მოცულობის და წებოვნების ცვლილებების საფუძველზე. ციკლის შუა დღეები, როცა ლორწოვანი გამონადენი თეთრი ფერის ნაცვლად გამჭირვალე ფერს მიიღებს და უფრო გათხელდება, ნაყოფიერებისათვის ყველაზე ხელსაყრელი დღეებია;

 3. კალენდარული მეთოდი:

დაორსულებისათვის არახელსაყრელია მენსტრუაციის დაწყებიდან დაახლოებით პირველი ათი და ციკლის ბოლო ათი დღე (როცა ქალს აქვს რეგულარული ციკლი), დანარჩენი დღეები ~ნაყოფიერია~. მაგალითისათვის, 28 დღიანი ციკლის შემთხვევაში “ნაყოფიერია~ ციკლის შუა 8 დღე, 25 დღიანი ციკლისათვის – შუა 5 დღე.

თუმცა ეს მეთოდები ორსულობისაგან თავის დაცვის სრულ გარანტიას არ იძლევა, მაგრამ ფიზიოლოგიურია და გამოსადეგია მათთვის, ვისთვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო კონტრაცეპტივების გამოყენება შესაძლებელი არ არის.

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure29/brochure29.htm; გადასვლა >> ოჯახის დაგემვა, კონტრაცეფცია


♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები

.