ტკივილი სახის ატიპიური

..

ტკივილი სახის ატიპიური – (სტომატ.) (ბერძ. ა – (სტომატ.) უარყოფის ნაწილაკი + typos – (სტომატ.) ნიმუში, ანაბეჭდი, ფორმა) – (სტომატ.) ტკივილის სინდრომი, რომელიც ხასიათდება ყრუ ან პულსირებადი ტკივილით. ტრიგემინალური, გლოსოფარინგეული, ჰერპესის შემდგომი ნევრალგიების დროს არსებულ პაროქსიზმებზე ნაკლებად არის გამოხატული. აღინიშნება სხვადასხვა ინერვაციის მიდამოებში, ქალა-ტვინის V და IX, კისრის II და III ნერვების ჩათვლით. ტკივილი აუცილებლად მსხვილი ნერვების გასწვრივ შეიძლება არ იყოს, როგორც მაგ., სამწვრა ნერვის ნევრალგიისას. შეტევები რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე გრძელდება და ვითარდება პირის ღრუში, დანამატ წიაღებში მანიპულაციების შემდეგ. კბილების, ცხვირის, წიაღების, ყურებისა და საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრების დათვალიერება იშვიათად იწვევს მათ გაჩენას. სავარაუდოა სინდრომის ფსიქოგენური წარმოშობა. მას, ასევე „სახის ატიპიურ ნევრალგიას" ან „სახის კაუზალგიას" უწოდებენ. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook