ქედი მოძრავი

..

ქედი მოძრავი – (სტომატ.) ალვეოლური მორჩის ჭარბი ლორწოვანი გარსი მოძრავი ქედის სახით. ძირითადად, მდებარეობს უკბილო ზედა ალვეოლური მორჩის წინა ნაწილზე. მოძრავი ქედი ართულებს მოსახსნელი პროთეზით პროთეზირებას, რადგან ირღვევა მისი ფიქსაცია და ზიანდება ლორწოვანი გარსი. ეფექტური პროთეზირებისთვის ქედს აცილებენ, მისი მცირედი მოძრაობის დროს კი იყენებენ სპეციალურ ანაბეჭდს. ქედის წარმოქმნის მიზეზები უცნობია. პაროდონტის სისტემური დაავადების დროს, კბილების ამოღების შემდეგ ალვეოლური მორჩი სწრაფად ატროფირდება და დასკლეროზებული ღრძილი ქმნის ამ ქედს. ეს შეიძლება იყოს მაღალი წნევის დროს ალვეოლური მორჩის ლორწოვანი გარსის სწრაფი ჩაზრდის შედეგი, მაგ., ზედა ყბის მთლიანი პროთეზით სარგებლობისას, როდესაც ქვედა ყბაზე შენარჩუნებულია მხოლოდ წინა კბილები, ხოლო მცირე და დიდი ძირითადი კბილების დეფექტი პროთეზით არ არის ჩანაცვლებული. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook