ქირურგიული სტომატოლოგია

..

ქირურგიული სტომატოლოგია – (სტომატ.) მეცნიერება პირის ღრუს ორგანოების და ყბა-სახის მიდამოს დაავადებების აცილების, დიაგნოსტიკის და ამ დაავადებების დროს მკურნალობის ქირურგიული და სხვა მეთოდების გამოყენების შესახებ. დაავადების ხასიათის მიხედვით, ქირურგიული სტომატოლოგიის მეთოდები გამოიყენება ყბა-სახის მიდამოს ანთებითი დაავადებების, მექანიკური დაზიანებების, სიმსივნური პროცესების, თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების და დეფორმაციების დროს. დაავადებების ძირითადი ნოზოლოგიური ფორმების შესაბამისად, შეიძლება გამოვყოთ ქირურგიული სტომატოლოგიის წამყვანი დარგები: ჩირქოვანი ქირურგია, ტრავმატოლოგია, ონკოლოგია და პლასტიკური ანუ რეკონსტრუქციული ქირურგია.   (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook