ყბები

..

ყბები – (სტომატ.) ზედმეტად განვითარება (bignathohyperplasia) – (სტომატ.) ეტიოლოგია უცნობია. შესაძლებელია ენდოკრინული დარღვევები. მოქმედებს ცხვირით სუნთქვის დარღვევა და მაკროგლოსია. ძირითადი ნიშნები: სახის ქვედა ნაწილის მნიშვნელოვანი განვითარება. პირისახლო მიდამოს რბილი ქსოვილები მასიურია, ტუჩების წითელი არშია მნიშვნელოვნად გამოხატულია და კბილები წინ წამოწეული. ზედა და ქვედა ყბების სხეული დიდი ზომისაა. სახის ქვედა და ზედა ნაწილების შედარებისას იქმნება სახის ზედა ნაწილის (ცხვირის, ყვრიმალის რკალებისა და ორბიტების) ჩავარდნის შთაბეჭდილება. კბილები რკალში შეიძლება სწორად მდებარეობდეს, კბილებს შორის არის ტრემები, თითქოს კბილები მცირე ზომისაა (მიკროდენტია). სხვა შემთხვევებში კბილები ცუდად ეხებიან ერთმანეთს, მაგრამ დიდი ზომისაა (მაკროდენტია). ფუნქციური დარღვევები არ აღინიშნება. ტრემების არსებობისას შესაძლებელია საკვებით ღრძილის ტრავმირება. მკურნალობა: ტრემების მოცილება ხდება მოსრიალე რკალით, რეტენციული აპარატის შემდგომი დადებით. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook