ჩანართი

..

ჩანართი – (სტომატ.) მიკროპროთეზი. გამოიყენება პათოლოგიური პროცესით დაშლილი კბილის გვირგვინების აღსადგენად და ხიდისებრი პროთეზების საყრდენ ნაწილად. შეიძლება დამზადდეს ინტაქტური ზედაპირის მქონე ან დეპულპირებულ კბილებზე იმ შემთხვევაში, როდესაც გვირგვინის დიდი ნაწილი შენარჩუნებულია. ჩანართით კბილის გვირგვინების პროთეზირება შედგება კბილში ღრუს პრეპარირებისგან, ჩანართის დამზადებისგან, მორგებისგან და კბილზე ჩანართის ცემენტით დამაგრებისგან. ჩანართისთვის მომზადებულ ღრუს უნდა ჰქონდეს ბრტყელი ფსკერი და შვეული კედლები. მაგარი ქსოვილების დაზიანების ზომისა და მდებარეობის და ჩანართის დანიშნულების მიხედვით, ყალიბდება მარტივი ან რთული ღრუ, რომელიც შედგება ძირითადი და დამატებითი ღრუებისგან ან ძირითადი ღრუსგან და სპეციალური არხებისგან წკირებისთვის. დამატებითი ღრუები უზრუნველყოფს ჩანართის კარგ მდგრადობას კბილის გვირგვინში. ჩანართით კბილის ღრუს მინანქრის კიდის დასაცავად და ჩანართთან ღრუს სრულყოფილი კიდისმიერი შეთანასოვნებისთვის, კბილის ღრუს კიდესთან ქმნიან მინანქრის კიდის 450 დახრილობას (ფალცს) კბილის გარეთა ზედაპირზე. პლასტმასის ჩანართის დამზადებისას ფალცს არ აკეთებენ, რადგან ფალცის მფარავი პლასტმასის თხელ შრეს საკმარისი სიმტკიცე არ აქვს.       (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook