ჰერმეტული საშუალებები (ჰერმეტიკები, სილანტები)

..

ჰერმეტული საშუალებები ( ჰერმეტიკები , სილანტები ) – (სტომატ.) აკრილატების ფუძეზე დამზადებული სინთეზური წარმოშობის ნივთიერებების ჯგუფი. გამოიყენება კარიესის პირველადი პროფილაქტიკისთვის. ჰერმეტულად ახშობს საღეჭი კბილების ფისურებს. აღნიშნული მეთოდი ძალიან ეფექტურია (95%), მაგრამ რთული, საჭიროებს ექიმისა და მომსახურე პერსონალის მონაწილეობას. ჰერმეტიკების გამოყენების პროფილაქტიკური მექანიზმი მარტივია: კბილების ფისურებს მჭიდროდ ავსებენ სინთეზური მასალით, რის შედეგადაც მათში მიკროფლორა ვერ აღწევს, არ წარმოიქმნება რბილი ნადები და არ ვითარდება კარიესი. ჰერმეტიკების გამოყენება საღეჭი კბილების ფისურების კარიესის პროფილაქტიკის ერთადერთი საიმედო მეთოდია. ჰერმეტიკები არის ქიმიურად და სინათლეზე გამყარებადი. პირველი მათგანი მყარდება ქიმიური რეაქციის შედეგად, მეორე – (სტომატ.) სინათლით გამყარებით. ჰერმეტიკების ფიქსაციის გასაუმჯობესებლად ფისურებს ამუშავებენ მჟავებით, რეტენციული პუნქტების შესაქმნელად. ჰერმეტიკების მაღალი ეფექტურობა ფისურებში საიმედო ფიქსაციით არის უზრუნველყოფილი. მათი ჩამოვარდნის დროს შეიძლება განვითარდეს კარიესი. კომპოზიტური საბჟენი მასალების ჰერმეტიკების სახით გამოყენება ნაკლებ ეფექტურია. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook