ჰერპანგინა

ჰერპანგინა – (სტომატ.) ვეზიკულური ფარინგიტი, აფთური ფარინგიტი. იწვევს კოკსაკის A ვირუსი. ავადდებიან ძირითადად ბავშვები. ინფიცირება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით.

დაავადება მწვავედ მიმდინარეობს. იწყება საერთო სისუსტით, თავის და ყელის ტკივილით ყლაპვის დროს.

სხეულის ტემპერატურა იმატებს 38-400, შესაძლებელია მუცლის ტკივილი, როგორც მიალგიის გამოვლინება. სასის წინა რკალების, ნაქის, ნუშურების, პირხახის უკანა კედლის, იშვიათად ენის, ლორწოვან გარსზე ჩნდება ჰიპერემია, მცირე ვეზიკულური გამონაყარი, რომელიც სწრაფად სკდება, გადადის ეროზიაში ან აფთაში. ვითარდება რეგიონული ლიმფადენიტი, ტემპერატურა სწრაფად ეცემა.

დაავადება, ძირითადად, მთავრდება 4-6 დღეში. ყველაზე ხშირია მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ფორმები.

მკურნალობა ზოგადსიმპტომურია. ადგილობრივად იყენებენ ანტივირუსულ პრეპარატებს (პირველი 2-3 დღე), ანტისეპტიკურ ხსნარებს ყელისა და პირის ღრუს სავლებად. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)


გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

.

Share this...Share on Facebook
Facebook