ჰიპერგნატოპლაზია (hypergnathoplasia)

..

ჰიპერგნატოპლაზია (hypergnathoplasia) – (სტომატ.) ზედა ყბის ზედმეტად განვითარება. ვ.ი.კურლიანდსკის კლასიფიკაციით III ტიპი (კბილთა მწკრივების შეფარდების ანომალიები). მთავარი ნიშნები: ზედა ყბის წინ წამოწევა ნორმალურად განვითარებული ქვედა ყბის მიმართ. ზედა ყბის ფრონტალური კბილები ქვედა ყბის კბილებზე წინ დგანან (ზოგჯერ დიასთემა და ტრემა) და ქვედა ტუჩზე მდებარეობენ, ტუჩები არ ეხებიან ერთმანეთს. ფრონტალურ კბილებს შორის კონტაქტი არ არის, ამიტომ პირი მუდამ ღიაა, ქვედა ტუჩი მდებარეობს ზედა და ქვედა საჭრელებს შორის, ცხვირ-ტუჩის ნაოჭები გადასწორებულია, სახის ჰარმონია პროფილში დარღვეული, კბილები წინ წამოწეული. ზედმეტად შეიძლება განვითარდეს მთელი ყბა ან მხოლოდ მისი ფრონტალური ნაწილი. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook