ჰიპოპლაზია ადგილობრივი

..

ჰიპოპლაზია ადგილობრივი – (სტომატ.) მინანქრის წარმოქმნის დარღვევა 1-2 მუდმივ კბილზე, ანთების პროცესში კბილების ჩანასახების ჩართვის გამო. ანთების კერიდან ინტოქსიკაციის შედეგად, ირღვევა მუდმივი კბილის ჩანასახის განვითარება. ადგილობრივი ჰიპოპლაზია ვლინდება ცარცისებრი ლაქებით, ხშირად მთელ ზედაპირზე მდებარე წერტილოვანი ჩაღრმავებებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია მინანქრის აპლაზია. ადგილობრივი ჰიპოპლაზია, ძირითადად, აღინიშნება მუდმივი კბილების პრემოლარებზე, რომელთა ჩანასახებიც მდებარეობენ სარძევე კბილების ფესვებს შორის.   (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>

Share this...Share on Facebook
Facebook