ჩამოსასხმელი აპარატი სადნობი მაღალსიხშირიანი

..

ჩამოსასხმელი აპარატი სადნობი მაღალსიხშირიანი – (სტომატ.) დანადგარი 2 ბლოკისგან შედგება: გენერატორი და ღუმელი. გენერატორის ბლოკი ელექტრონული გენერატორია, რომლითაც მიიღება მაღალი სიხშირის დენის ენერგია. ღუმელის ბლოკი შედგება მბრუნავი ღუმელისგან, რომელშიც ტიგელის ზემოთ (ან ახლოს) სპეციალური მექანიზმით დამაგრებულია დარიჯა. ლითონის გადნობის შემდეგ ღუმელი ბრუნვას იწყებს. ცენრიფუგული ძალის გამ გამდნარი ლითონი ჩამოისხმება დიდი სიმკვრივით. დნობის ამ მეთოდის (ინდუქციური), რომელიც მაღალხარისხიან ჩამოსხმას უზრუნველყოფს, უპირატესობაა: ლითონის ქიმიური შემადგენლობა არ იცვლება; სწრაფი გაცხელება ლითონის დაჟანგვას მინიმუმამდე ამცირებს; დნობასა და ჩამოსხმას შორის მინიმალური შუალედი, რის გამოც მცირდება ჩამოსხმის ციკლი და თხევადი ლითონი ისხმება ტემპერატურის დაკარგვის გარეშე; მარტივი მომსახურება; მინიმალური დრო სამუშაოს მოსამზადებლად, რაც განსაკუთრებით ეკონომიურია პერიოდული მუშაობისას. ამ ტიპის დანადგარები ფართოდ გამოიყენება მედიცინაში (კბილების, ბუგელური პროთეზების დნობა და ჩამოსხმა). (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>