ციტოლოგიური მეთოდი

..

ციტოლოგიური მეთოდი – (სტომატ.) უჯრედული ელემენტებისა და მათი კონგლომერატების სტრუქტურული თავისებურებების შესწავლა. ციტოლოგიური კვლევის მასალაა ნაცხი-ანაბეჭდი, ნაცხი-ანაფხეკი ლორწოვანი გარსის, ეროზიის, წყლულის, ხვრელმილის, პაროდონტული ჯიბეების ზედაპირიდან, ასევე პირის ღრუში გამოვლებული წყლის დანალექი და ღრმად მდებარე ქსოვილების პუნქტატი. მეთოდს დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს ადრეულ სტადიებზე პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კიბოს გამოსავლენად. ავთვისებიანი უჯრედები ხასიათდება გამოხატული პოლიმორფიზმით: მერყეობს უჯრედების ზომა და ფორმა, ბირთვსა და უჯრედს შორის თანაფარდობა. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>