ხიდისებრი პროთეზი

..

ხიდისებრი პროთეზი – (სტომატ.) ორთოპედიული კონსტრუქცია კბილთა მწკრივის მთლიანობის აღსადგენად. შედგება რამდენიმე გვირგვინის ან ხელოვნური კბილისგან. კბილებზე აქვს 2 და მეტი საყრდენი წერტილი დეფექტის ორივე მხარეს. ფიქსირდება საყრდენ კბილებზე (წინასწარ იქლიბება) ან იმპლანტატებზე და ავსებს ნაკლულ კბილებს. არის მოუხსნელი და მოსახსნელი, მთლიანად კერამიკის ან ლითონკერამიკის. აღადგენს მაქსიმუმ 3 მეზობელ კბილს. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>