კონტრაცეფციის ქირურგიული მეთოდები

კონტრაცეფციის ქირურგიული მეთოდწბი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქალს, ან მამაკაცს მტკიცედ აღარ სურთ მეტი ბავშვის ყოლა.

ქალების ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეფციის მეთოდი – სტერილიზაცია

მეთოდი წარმოადგენს მცირე ქირურგიულ ჩარევას, ხშირად ადგილობრივი ანესთეზიით, რომლის დროს ხდება საშვილოსნოს მილების ორმხრივი გადაკვანძვა, რის გამოც კვერცხუჯრედი ვეღარ აღწევს საშვილოსნომდე და ორსულობა არ დგება. კონტრაცეფციის ეს მეთოდი შეუქცევადია. იგი არ უნდა ჩატარდეს, თუ ქალი მყარად არ არის დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში ნაყოფიერების შეწყვეტის შესახებ. არსებობს დამტკიცებული მარეგულირებელი პროცედურა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში კრძალავს ოპერაციის ჩატარებას, ხოლო სპეციალისტთან წინასწარ კონსულტაციას სავალდებულოს და აუცილებელს ხდის.


♥♥ უსაფრთხო სექსის ნივთები ,,ამაზონზე” 
ქალის კონტრაცეპტივები
პრეზერვატივები 
ლუბრიკანტები 
სპერმიციდები


მამაკაცთა ნებაყოფლობითი ქირურგიული კონტრაცეპციის მეთოდი – ვაზექტომია

კონტრაცეპციის მეთოდი - სტერილიზაციაგულისხმობს სათესლე სადინრების ორმხრივ გადაკვანძვას, რის გამოც სპერმატოზოიდების გადმოდინება წყდება. ვაზექტომია არ ნიშნავს კასტრაციას. ვაზექტომიის შემდეგ მამაკაცი სრულად ინარჩუნებს პოტენციას, ანუ ერექციის და ეაკულაციის (სპერმის დაღვრის) უნარს, მაგრამ მისი სპერმა აღარ შეიცავს სპერმატოზოიდებს, ამიტომ ქალის ორგანიზმში მოხვედრისას განაყოფიერება არ ხდება და ორსულობა არ ვითარდება.

ვაზექტომია ასევე წარმოადგენს კონტრაცეპციის მუდმივ, შეუქცევად მეთოდს. იგი არ უნდა ჩატარდეს, თუ მამაკაცი მყარად არ არის დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში, რომ აღარ უნდა ჰყავდეს შვილები. მილების გამავლობის აღდგენა (რეკანალიზაცია) შესაძლებელია, მაგრამ ოპერაცია ხშირად უშედეგოდ მთავრდება.

აირჩიეთ სწორი გზა – ჯანმრთელი ბავშვები და ოჯახური ბედნიერება! დაგეგმეთ თქვენი მომავალი ცხოვრება!

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure29/brochure29.htm; აღებულია >> ოჯახის დაგემვა, კონტრაცეფცია


.