მეტყველები შეფერხება ბავშვებში

მეტყველები შეფერხება ბავშვებში

თუ წამოჩიტულ ბავშვს ჯერ კიდევ არ ამოუდგამს ენა ან ლაპარაკობს, მაგრამ სწორად ვერ გამოთქვამს ცალკეულ სიტყვებს, ყურადღებაა საჭირო. ენის ამოდგმას ბევრი რამ უშლის ხელს. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბავშვს ლაპარაკი არ სურს.
თუ რაიმე დასჭირდა, ხელით მიუთითებს და მშობელიც დაუყოვნებლივ აწვდის სასურველ ნივთს. ასე რომ, ბავშვს სულაც არ სჭირდება სიტყვები და ფრაზები – მისი ისედაც კარგად ესმით.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

მეტყველების შეფერხების კიდევ ერთი მიზეზია არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედება მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადებისას ან სიცოცხლის პირველ წელს. ეს ფაქტორებია ტრავმები, დედის მიერ ორსულობისას მიღებული მედიკამენტები, ინფექციები, მეტისმეტად სწრაფი ან, პირიქით, გახანგრძლივებული მშობიარობა, მემკვიდრეობითი დაავადებები. მათი გავლენით ფსიქომოტორული განვითარება შესაძლოა შეფერხდეს.
თუ პატარამ თავის დაჭერა, ჯდომა, დგომა, პირველი ბგერების წარმოთქმა, სიარული თანატოლებთან შედარებით გვიან დაიწყო, სავარაუდოდ, მეტყველების განვითარებაც შეფერხებული ექნება. ამ შემთხვევაში აუცილებელია, პატარას ჩაუტარდეს სრული სამედიცინო შემოწმება. შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე, პედიატრი და ბავშვთა ფსიქოლოგი მას შეუდგენენ მკურნალობის პროგრამას, რომელიც ფსიქიკურ და მეტყველების პრობლემებს აღმოფხვრის. ენის ამოდგმას ხშირად აგვიანებენ ბავშვები, რომლებიც ორენოვან ოჯახში იზრდებიან ან ძიძა ჰყავთ სხვა ენაზე მოლაპარაკე, თუმცა არიან გამონაკლისებიც, რომლებიც ერთდროულად იწყებენ ლაპარაკს რამდენიმე ენაზე.როდის მივმართოთ სპეციალისტს, როდის არის საჭირო მისი ჩარევა, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რომ სერიოზული პრობლემა არ გამოეპაროთ?

ერთ წლამდე:

  • თუ პატარას აქვს მეტყველების ორგანოთა თანდაყოლილი პათოლოგია – ე.წ. “მგლის ხახა” და “კურდღლის ტუჩი” – გაყოფილი ტუჩი და სასა;
  • დარღვეულია კუნთოვანი ტონუსი – კუნთები დაჭიმული ან, პირიქით, მოდუნებულია.

ერთიდან ორ წლამდე:

  • ბავშვი ვერ წარმოთქვამს ვერც ერთ აზრიან სიტყვას;
  • არ ესმის თქვენი არც ერთი თხოვნა, არ რეაგირებს საკუთარ სახელზე;
  • ცუდად ესმის თქვენი ლაპარაკი, თუ ტუჩების მოძრაობას არ უყურებს;
  • მისი მეტყველება ღმუილს წააგავს;

ორიდან სამ წლამდე:

  • ბავშვი ლაპარაკობს გაურკვეველ, “საკუთარ” ენაზე, რომელიც მშობლებსაც კი არ ესმით;
  • ლაპარაკის დროს აკეთებს ხანგრძლივ პაუზებს, რამდენიმეჯერ იმეორებს ერთსა და იმავე სიტყვას,

ასეთი შემთხვევების დროს აუცილებელია ლოგოპედის დახმარება. გადასვლა >>> ,,ბავშვი”

აღებულია: http://bavshviszrdaganvitareba.blogspot.com/p/blog-page_2815.html; იხ. ასევე მეტყველების განვითარების შეფერხება


მეტყველები შეფერხება ბავშვებში