რატომ ტირის ბავშვი

რატომ ტირის ბავშვი

ბავშვები ზოგჯერ ტირიან და ეს სავსებით ბუნებრივია.
აბსოლუტურად ჯანმრთელი ახალშობილიც კი დღე-ღამეში საშუალოდ 1-3 საათი ტირის.
ტირილის მეშვეობით ბავშვი ამა თუ იმ საჭიროების შესახებ გამცნობთ.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ბავშვის ტირილის  მიზეზები:

  • შიმშილი – ტირილის ყველაზე ხშირი მიზეზია.
    ასეთ შემთხვევაში  ბავშვი წყნარდება წოვის დაწყებისთანავე. თუ თქვენ ეს ესაა გამოკვებეთ, ის კი არ წყვეტს ტირილს, ეძებეთ სხვა მიზეზი.
  • ტირილი კვების დროს – თუ ბავშვი ტირის კვების დროს, ეს ორ რამეზე შეიძლება მიგვითითებდეს:

პერიოდულად წყვეტს ძუძუს წოვას, უსიამოვნოდ იწყებს ტირილს, თუმცა ისევ უბრუნდება კვებას უხალისოდ – თქვენს პაწაწინას სავარაუდოდ ცხვირი აქვს “გაჭედილი”, რის გამოც უძნელდება ძუძუს წოვა რატომ ტირის ბავშვიშესაძლებელია ასევე ამის მიზეზი იყოს პირის ღრუს პრობლემები, მაგ. რძიანა.
თუ ბავშვი ძუძუს წოვის დაწყებისთანავე იწყებს ტირილს და ვერ ხერხდება დაწყნარება, დიდი ალბათობით სტკივა ყურები.

  • სცხელა ან სცივა – ზოგიერთ ახალშობილს არ უყვარს გამოცვლა,  ბანაობა და ჰაერის აბაზანები, სითბოს და მყუდროებას ამჯობინებენ, თუმცა ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ  ზედმეტად თბილად ჩაცმა გადახურებას გამოიწვევს და შესაძლოა ტირილის მიზეზიც ეს გახდეს. გახსოვდეთ ბავშვს უნდა ეცვას იმაზე ერთი ფენით მეტი ტანსაცმელი, ვიდრე თქვენ გაცვიათ.
  • დისკომფორტი –  ბავშვის დიკომფორტის მიზეზი შესაძლოა დასვრილი საფენი ან ზედმეტად მჭიდრო ტანსაცმელი იყოს.
    სცადეთ პირველ რიგში საფენის გამოცვლა, ამასთან ერთად შეამოწმებთ ხომ არ აღენიშნება თქვენს პატარას საფენის დერმატიტი
  • „ხელში მინდა“ – ახალშობილისათვის აუცილებელია დედასთან ფიზიკური კონტაქტი, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ზოგი მშობელი განიცდის, რომ ბავშვი ხელში აყვანას მიეჩვევა, თუმცა ეს სიცოცხლის პირველ თვეებში არაა მოსალოდნელი, დედის გულისცემა და სითბო კი პატარასათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
    შეგიძლიათ მიმართოთ სლინგს („კენგურუს“ მსგავსი), არც საშუალებას მოგცემთ ერთდროულად აკეთოთ საქმე, პატარას კი სითბო არ მოაკლოთ
  • „დავიღალე“ – შესაძლოა თქვენი პატარა ტირილით გამცნობთ, რომ დაიღალა, ემოციურად დაიტვირთა და უჭირს დამშვიდება. ასეთ დროს სასურველია ბავშვთან ერთად განმარტოვდეთ მშვიდ ადგილას, ახალშობილი „გამოიტირებს“  თავის დაღლილობას, შემდეგ კი დამშვიდდება და დაიძინებს
  • „რაღაც თავს ცუდად ვგრძნობ“ – თუ ტირილის ყველა ზემოთ აღნიშნული მიზეზი გამოირიცხა, შესაძლოა თქვენი პატარა ავადაა, რაიმე სტკივა. გახსოვდეთ ასეთ შემთხვევაში ტირილის ხასიათი განსხვავებულია: პატარა უფრო ხმამაღალ და გამკივან ბგერებს გამოსცემს. ასევე  ყურადღებით უნდა იყოთ, თუ თქვენი პატარა ჩვეულებრივ ბევრს ტირის და პირიქით, საეჭვოდ წყნარად იქცევა.
  • ტირილის ხშირი მიზეზი ახალშობილებში მუცლის (კოლიკა) ან ყურის ტკივილია. კოლიკას ახლავს გაბმული ტირილი, რაც გრძელდება არანაკლებ სამი საათისა დღეში და კვირაში 2-3 ჯერ. თავი უნდა დავიმშვიდოთ იმით, რომ კოლიკა იშვიათად გრძელდება სამ თვეზე დიდხანს.

როგორ მოვიქცეთ ?

  • შეამოწმეთ საფენი
  • აიყვანეთ ბავშვი ხელში
  • ეცადეთ დააწყნაროთ რითმული ბგერების მეშვეობით – ჩართეთ მშვიდი მუსიკა ან უმღერეთ იავნანა
  • დაარწიეთ მსუბუქად
  • ჩაატარეთ მსუბუქი მასაჟი მუცელზე ან ზურგზე. კოლიკის დროს მუცელზე წრიული მასაჟი საათის ისრის მიმართულებით შვებას მოგვრის თქვენს პატარას

იყო ახალგაზრდა დედა – საკმაოდ ძნელია, თუმცა გახსოვდეთ, რომ თქვენი პატარას ცხოვრებაში ეს უბრალოდ ერთი პერიოდია, ის  ეხლა სწავლობს თავისი პრობლემების გადმოცემას, დაეხმარეთ მას ამაში და ცოტა ხანში უბრალოდ დაეკარგება სურვილი იტიროს ასე ხშირად.

გადასვლა>>> ,,ბავშვი”