კბილების ამოჭრა და მოცვლა ბავშვებში

კბილების ამოჭრა და მოცვლა ბავშვებში

ბავშვების უმრავლესობაში სარძევე კბილები ამოიჭრება 6-8 თვის ასაკისთვის, გარკვეული თანმიმდევრობის დაცვით. 6 წლის ასაკიდან სარძევე კბილები იცვლება მუდმივით. არის შემთხვევები, როდესაც კბილები ამოდის საშუალო სტატისტიკურ ვადაზე ადრე ან გვიან. დედები სერიოზულად განიცდიან, როდესაც ხდება ასეთი გადახრები ნორმიდან, თუმცა ხშირად საშიში არაფერია. >>>

სარძევე კბილების ამოჭრის ვადები და თანმიმდევრობა

ქვემოთ მოცემულია ცხრილი ბავშვებში სარძევე კბილების ამოჭრის თანმიმდევრობისა და ვადების მითითებით. ვიმედოვნებთ, იგი მრავალ დედას გამოადგება.

რიცხვები მიუთითებენ სარძევე კბილების ამოჭრის თანმიმდევრობას

კბილების ამოჭრის საშუალო ვადა

ქვედა ყბის ცენტრალური საჭრელები (1) – 6-7 თვე

ზედა ყბის ცენტრალური საჭრელები (2) – 8-9 თვე

ზედა ყბის გვერდითი საჭრელები (3) – 9-11 თვე

ქვედა ყბის გვერდითი საჭრელები (4) – 11-13 თვე

ზედა მცირე მოლარები (5) – 12-15 თვე

ქვედა მცირე მოლარები (6) – 12-15 თვე

ზედა ეშვები (7) – 16-18 თვე

ქვედა ეშვები (8) – 18-20 თვე

ქვედა დიდი მოლარები (9) – 24-30 თვე

ზედა დიდი მოლარები (10) – 24-30 თვე

ამით სრულდება სარძევე თანკბილვის ჩამოყალიბება. 2,5 წლისთვის (30 თვისთვის) ბავშვს უკვე აქვს 20 სარძევე კბილი. 6-7 წლის ასაკიდან იწყება სარძევე კბილების შეცვლა მუდმივი კბილებით.

სარძევე კბილების შეცვლა მუდმივი კბილებით

ქვემოთ მოყვანილია სარძევე კბილების მუდმივი კბილებით შეცვლის თანმიმდევრობა და ვადები.

ქვედა ყბის პირველი მოლარები – 5-7 წელი

ზედა ყბის პირველი მოლარი – 6-8 წელი

ქვედა ყბის ცენტრალური საჭრელი – 6-7 წელი

ზედა ყბის ცენტრალური საჭრელი – 7-8 წელი

ქვედა ყბის გვერდითი საჭრელი – 7-8 წელი

ზედა ყბის გვერდითი საჭრელი – 8-9 წელი

ქვედა ყბის ეშვი – 9-10 წელი

ზედა ყბის ეშვი – 11-12 წელი

ქვედა ყბის პირველი პრემოლარი – 10-12 წელი

ზედა ყბის პირველი პრემოლარი – 9-11 წელი

ქვედა ყბის მეორე პრემოლარი – 11-12 წელი

ზედა ყბის მეორე პრემოლარი – 10-12 წელი

ზედა და ქვედა ყბის მესამე მოლარები (ე.წ. სიბრძნის კბილები) – 17-21 წელი

ბავშვების უმრავლესობაში კბილები ამოიჭრება აღნიშნულ ვადებში. თუმცა, ეს ვადები მხოლოდ საშუალო სტატისტიკური მონაცემებია და ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე სერიოზულ გადახრასთან გვაქვს საქმე, თუ ჩქვენს ბავშვს კბილები აღნიშნულ ვადებზე ადრე ან გვიან ამოუვა. ადრე ითვლებოდა, რომ კბილების გვიანი ამოჭრა განპირობებული იყო რაქიტით, მაგრამ ეს ასე არ არის! ამ სფეროში კვლევებმა დაადასტურეს, რომ კბილების ამოჭრის შეფერხება დამახასიათებელია მრავალი ნორმალურად განვითარებადი ბავშვისთვის. ხშირად კბილები ამოდიან ასიმეტრიულად, მაგრამ არც ეს შეუსაბამობა არ შეიძლება ჩაითვალოს პათოლოგიად.

არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს კბილების ამოსვლისა და შეცვლის ვადებზე. კბილების ამოჭრის შეფერხება შეიძლება დაკავშირებული იყოს გადატანილ ინფექციურ დაავადებებთან, ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის ხანგრძლივ მოშლასთან. კბილების ნაადრევი ამოჭრა შეიძლება გამოწვეული იყოს ენდოკრინული დარღვევებით. კბილებს ბევრის თქმა შეუძლიათ ორგანიზმის ჯანმრთელობის შესახებ. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ძალიან მოქმედებს კბილებზე. მაგრამ მშობლებმა არ უნდა ინერვიულონ, თუ ბავშვის კბილების ამოჭრა სცილდება ნორმალურ ვადებს 1-2 თვით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარძევე კბილთა მწკრივს აკლია ერთი ან რამდენიმე კბილი, ან ის (ისინი) ძალიან აგვიანებს ამოსვლას და ამასთანავე დარღვეულია კბილების ამოჭრის თანმიმდევრობა, ბავშვის კბილების მდგომარეობა მოითხოვს ყურადრებით შესწავლას, რათა ამ დარღვევებმა არ გამოიწვიონ პათოლოგიური თანკბილვის ჩამოყალიბება. ამ შემთხვევაში ბავშვი უნდა წაიყვანოთ ორთოდონტთან ვიზიტზე, რომელიც დაგეხმარებათ ანომალური თანკბილვის პრობლემების მოგვარებაში.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

______________________________________

გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..