ბავშვის სათამაშო

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ბავშვის სათამაშოები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ, სტატიის ბოლოს  ამავე  ფერის ტექსტები.

♦♦♦ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვის სათამაშოების განყოფილება შეგიძლიათ იხილოთ  >>>>

სათამაშოების მეშვეობით ბავშვები თავიანთ გრძნობებს გამოხატავენ, შეიგრძნობენ გარესამყაროს, სწავლობენ ურთიერთობას და საკუთარ თავს შეიმეცნებენ. თამაში ახალისებს და ართობს ბავშვს, აკმაყოფილებს მის მოძრაობის მოთხოვნილებას, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. თამაშის პროცესში ბავშვი სოციალურად და ბიოლოგიურად ყალიბდება, უახლოვდება თანატოლებს, ეუფლება ურთიერთობისთვის აუცილებელ მეტყველებას, უვითარდება წარმოსახვა, ზნეობრივი თვისებები და ა. შ. ამრიგად თამაშს უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობაც აქვს,თამაშის აღმზრდელობითი როლი მის სწორ ორგანიზაციაზეა დამოკიდებული.
სასურველია, მშობლებმა და აღმზრდელებმა იცოდნენ არა მარტო აღზრდის ამოცანები, არამედ იცნობდნენ ბავშვის ფსიქოლოგიური განვითარების დონეს, მის შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ თავისებურებებს, თითოეული სათამაშოს დანიშნულებას და მათი ასაკობრივი შერჩევის პრინციპებს. როგორი სათამაშოებით უნდა გაერთოს ამა თუ იმ ასაკის ბავშვი?
2-5 თვემდე ასაკის პაწიას კაშკაშა, სხვადასხვა ფერის სათამაშოები სჭირდება, რომლებიც საწოლთან ან საბავშვო ეტლთან ისე უნდა დავუკიდოთ, რომ იოლად  დაინახოს და თვალი მიადევნოს. სათამაშო, რომლებსაც ბავშვი ხელით ეხება, უნდა იყოს რბილი, თბილი და ისეთი მასალისგან დამზადებული, რომ მისი კბენა და პირში ჩადება შეიძლებოდეს.
.
11-12 თვის ბავშვს მოსწონს საგნების დაშლა და აწყობა, ერთმანეთში ჩაწყობა, სახურავების ახდა-დახურვა და ა.შ. ამ ასაკის პატარებს შეიძლება მივცეთ სათამაშოდ მექანიკური სათამაშოები – ქათამი, რომელიც კაკანებს, დათვი, რომელიც დოლზე უკრავს, მოძრავი მატარებელი, ასევე – ბურთები და ბუშტები. ისწავლის თუ არა ბავშვი ფეხზე დგომას, მას დასჭირდება სათამაშოები, რომლებიც შეიძლება ატაროს თოკით: ცხენი, ფისო და სხვა. ასეთი სათამაშოების საშუალებით ბავშვი ცხოველთა სამყაროს ეცნობა.
.
.
2 წლამდე ასაკის ბავშვი ვერ ხვდება სათამაშოს ემოციურ-აზრობრივ მნიშვნელობას. მას ერთადერთი რამ აინტერესებს: როგორ შეიძლება მოექცეს ამ ნივთს. მაგალითად, პატარას აღაფრთოვანებს იმის გაგება, რომ კუბიკები შეიძლება ერთმანეთზე დავაწყოთ, ჩავაწყოთ ყუთში, სათამაშო მანქანის საბარგულში და ა.შ.
.
.
3 წლის ბავშვმა უკვე  იცის, რომელი სათამაშოები სჭირდება, როგორ გამოიყენოს ისინი და რას მიიღებს შედეგად. გარემოდან მიღებული ცოდნა მას თავის სამყაროში გადააქვს. მაგალითად, კოვზით ჭამა თუ ისწავლა, თამაშის დროს თვითონაც მზრუნველად “აჭმევს” დედოფალას.
.
.
ორწლინახევრიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს გარეული ცხოველების გამომსახველი სათამაშოები ურჩევნიათ (ეს წიგნებიდან და ილუსტრაციებიდან მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება).
5-7 წლის ასაკისთვის ბავშვებს უკვე შეუძლიათ დიდხანს დამოუკიდებლად თამაში. ისინი თვითონ ირჩევენ სათამაშოებს, იქმნიან პირობებს, ავითარებენ სიუჟეტს.

♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვებისათვის  ინტერაქტიული სათამაშოების ლინკს >>>>
♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვებისათვის სამაგიდო სათამაშოებისა და თავსატეხების ლინკს >>>>
♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” ბავშვებისათვის რადიომართვადი სათამაშოების ლინკს >>>>

სასკოლო ასაკში ბავშვები სწავლობენ სათამაშოს გარეშე თამაშს, მოგებას და წაგებას, წესების დაცვას, სხვისი მოგების აღიარებას, უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობას და ერთობლივ მუშაობას. ფსიქოლოგების  მოსაზრებით, თამაში ფსიქიკისთვის ერთგვარი ვიტამინია.
.
საბავშვო კონსტრუქტორები
.
ბავშვებში განსაკუთრებით პოპულარულია კონსტრუქტორები. ითვლება, რომ საბავშვო კონსტრუქტორები ბავშვის მოტორიკის, აზროვნების, ფანტაზიის, მეხსიერებისა და რიგი სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარების უნივერსალური საშუალებაა. ასევე ცნობილია, რომ  ბავშვის განვითარების დონე პირდაპირ კავშირშია ხელის თითების მოძრაობის ფორმირების ხარისხთან.
.
♦♦♦ გთავაზობთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში” საბავშვო კონსტრუქტორების  ლინკს >>>>
.
ბავშვი თამაშით ცდილობს გაითავისოს და გადაამუშაოს გარემომცველი სამყაროდან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია მისი სწორი და ჰარმონიული განვითარებისთვის. მკვლევართა და მეცნიერთა მტკიცებით, თამაშში ჩართულ ბავშვზე დაკვირვებით შესაძლებელია მისი ცალკეული თვისებებისა და ხასიათის შტრიხების ამოცნობა, საჭიროების შემთხვევაში კი თამაშითვე კორექციაც, ამიტომ უფროსები დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ, ერთი შეხედვით, გასართობ და “მსუბუქ“ საქმიანობას.
პატარებს არც ისე ბევრი სათამაშო სჭირდებათ. მთავარია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს, აღვიძებდეს ფანტაზიას, ავითარებდეს ჩვევებს და, რაც მთავარია, მოსწონდეს თვით ბავშვს.
.
აღებულია: http://bavshviszrdaganvitareba.blogspot.com/p/blog-page_6686.html
_____________________________