პირის ღრუს ძირითადი დაავადებები ბავშვებში

პირის ღრუს ძირითადი დაავადებები ბავშვებში

ბავშვებში პირის ღრუს ყველაზე გავრცელებული დაავადებების სიაში, კარიესის გარდა, არის სტომატიტი, გინგივიტი და სხვ. მშობლები ყურადღებით უნდა მოეკიდონ ბავშვის კვების რაციონს, თვალყური ადევნონ პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას. დაავადების სიმპტომების გაჩენისას, აუცილებლად უნდა მიმართოთ ბავშვთა სტომატოლოგს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

ჰერპესული სტომატიტი 

ჰერპესული სტომატიტი მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული მწვავე დაავადებაა. ყველაზე ხშირად ის აღინიშნება 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, თუმცა შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ჰერპესული სტომატიტის სიმპტომებია: სხეულის ტემპერატურის მომატება 37-410C-მდე, ტკივილი პირის ღრუში, ლორწოვან გარსზე ჩნდება აფთოზური გამონაყარი.
აფთები, ძირითადად, ჩნდება ლოყებზე, ტუჩებზე, ენაზე, სასაზე. დროული და მართებული მკურნალობის შემთხვევაში გამოჯანმრთელება ხდება 1-3 კვირის შემდეგ, ნაწიბურები არ წარმოიქმნება, ღრძილების კიდეები ინარჩუნებენ თავის ფორმას. სტომატიტის პროფილაქტიკა მდგომარეობს დაავადებულ ბავშვებთან კონტაქტის გამორიცხვაში.
თუ ეს ვერ ხერხდება, ბავშვს პირისა და ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსზე უნდა წაუსვათ ანტივირუსული მალამოები 7-10 დღის განმავლობაში.
დაინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ადგილობრივი მკურნალობა ხორციელდება ანტივირუსული პრეპარატების, მაგ., ინტერფერონის გამოყენებით. ძირითადი მკურნალობის გარდა, შეიძლება ხალხური საშუალებების – გვირილის, ალთეს, ჩაის ნახარშების გამოყენება.

კანდიდოზი 

დაავადებას იწვევს საფუარას მაგვარი სოკო კანდიდა.
იგი ცხოვრობს ჯანმრთელი ადამიანების 40%-ის პირის ღრუში და იმუნიტეტის დაქვეითების დროს, განსაკუთრებით პატარა ასაკში, ეს სოკოები პათოგენურ თვისებებს იძენენ. კანდიდოზი ანუ რძიანა, ძირითადად, უსიმპტომოდ იწყება. უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვები შეიძლება უჩიოდნენ უსიამოვნო გემოს პირში, წვის შეგრძნებას, მგრძნობელობას ცხელი ან ცივი საკვების მიმართ.
პირის ღრუსი ჩნდება მოთეთრო ფერის ლაქების ჯგუფები, ზომით მილიმეტრის მეათედიდან 1-1,5 მმ-მდე. სოკოს გამრავლებას შეიძლება ხელი შევუშალოთ პირის ღრუს ტუტე რეაქციის სტიმულირებით.
ამისათვის ჭამის შემდეგ რეკომენდებულია პირის ღრუში 1-2%-იანი საჭმელი სოდის ხსნარის გამოვლება. ექიმის დანიშნულებისამებრ, ასევე გამოიყენება ნისტატინი და სხვა პრეპარატები.

კარიესი 

კბილების კარიესი პირის ღრუს ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ბავშვებსა და მოზარდებში. დაავადება ჩნდება კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაციისა და დარბილების შემთხვევაში.
შედეგად, კბილის დაზიანებულ უბანზე წარმოიქმნება ღრუ. 2-3 წლის ასაკში პრაქტიკულად ბავშვების 30% აღენიშნება კარიესული დაზიანება.
სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ კარიესი ქრონიკული, ხანგრძლივი პროცესია. იგი ინფექციის კერაა და ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმის ალერგიზაციას.
კარიესის მიშვებული ფორმები იწვევენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, თირკმლების, სახსრების დაავადებებს, ასევე მხედველობის დაქვეითებას.
დაავადების პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში. მომავალმა დედამ უნდა აკონტროლოს თავისი კვების რაციონი, აუცილებლად უნდა გამოიყენოს მცენარეული წარმოშობის ცილის, ნახშირწყლების, ცხიმების შემცველი პროდუქტები და ა.შ. მენიუში აუცილებლად უნდა შედიოდეს რძე, კარაქი, ყველი. 1-3 წლამდე ასაკის ბავშვებმა უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით ხილ-ბოსტნეული. მშობლებმა განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ტკბილეულის მოხმარებას – შაქრის რაოდენობა ბავშვის რაციონში არ უნდა აღემატებოდეს 60 გ დღეღამეში. ეს არის დაახლოებით 100 გ ტკბილეული დღეში. კარიესის განვითარებას ხელს უწყობენ გადატანილი ინფექციური დაავადებები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სუსტი იმუნიტეტი. ზოგჯერ ბავშვთა სტომატოლოგები ნიშნავენ ფტორის შემცველ ტაბლეტებს. ამას გარდა, საჭიროა სპეციალური საბავშვო კბილის პასტის გამოყენება. კარიესის სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

გინგივიტი

გინგივიტი ანუ ღრძილების ანთება ხასიათდება ღრძილების შეშუპებით, სისხლდენით. შორსწასული ფორმების დროს ანთებითი ღრძილები იმდენად შეშუპებულია, რომ მთლიანად ფარავენ კბილის გვირგვინებს. გინგივიტი, ძირითადად, ვითარდება სკოლის მოსწავლეებში პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაუცველობის შედეგად. ღრძილის ანთებითი ცვლილებები ასევე თან ახლავს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის რევმატიზმი, ტუბერკულოზი, შაქრიანი დიაბეტი, ნეფროპათია და სხვ. მკურნალობის ძირითადი მიზანია გინგივიტის განვითარების მიზეზების გამოვლინება და აღკვეთა. ზოგჯერ ღრძილებს ამუშავებენ წყალბადის ზეჟანგში დასველებული ტამპონებით. თუ რრძილები ძლიერ სისხლმდენია, რეკომენდებულია პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დამუშავება კალიუმის პერმანგანატის 5%-იანი ხსნარით. თუ დაავადება ქრონიკულ სტადიაში გადავიდა, ინიშნება გლუკოზის 40%-იანი ხსნარის ინექციები. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში შეიძლება მალამოებისა და სხვა პრეპარატების გამოყენება. გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”; გადასვლა >>> ,,ბავშვი”

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.