შიში ბავშვებში

ისეთივე ბუნებრივი და ჩვენი ცხოვრებისგან განუყოფელი ემოციური განცდაა, როგორებიც არის სიხარული, აღფრთოვანება, გაოცება თუ დარდი.ბავშვი იზრდება, ვითარდება, ემოციურად რეაგირებს მოზრდილი ადამიანის დანახვაზე, სწავლობს თავის დაჭერას, გადატრიალებას, ჯდომას, ცოცვას, თანდათან სცილდება დედას.

8-10 თვის ასაკში

ბავშვი არჩევს თავისიანებსა და უცხოებს, მას უჩნდება უცნობი ადამიანის შიში. ის ყველას აღარ აძლევს უფლებას, ხელში აიყვანოს. ერთი წლის ბავშვის მარტო დატოვება საკმაოდ რთულია. ერთი მხრივ იმიტომ, რომ ის უკვე დიდია და დადის, აქტიურად იკვლევს სამყაროს, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ეშინია.

1,5-2 წლის ასაკში

მას უკვე შეუძლია რამდენიმე ხანს უფროსების გარეშე ყოფნა, დამოუკიდებლად თამაში, თუმცა ახალ უნარებთან ერთად ახალი შიშიც ჩნდება: ბავშვს ეშინია ბინაში არსებული ხმების, ექიმის, თუ ის ნემსებთან ასოცირდება.

3-4 წლის ბავშვს

ეშინია ზღაპრების პერსონაჟების ან სიბნელის, რომლიდანაც ისინი შეიძლება “გამოძვრნენ”. ამავე ასაკში პატარებს შეუძლიათ, მშობლების აკრძალვის მიუხედავად, აცოცდნენ სიმაღლეზე და ჩამოსვლის შეეშინდეთ, რადგან ძალიან მაღლა არიან.

 5-6 წლის ასაკში

 ბევრ ბავშვს რომლებსაც ბებიებთან ან სხვა გარშემომყოფებთან ტოვებენ  ეშინია, რომ დედა ან მამა დიდხანს აღარ მოვლენ ზოგჯერ პატარა ბავშვს ამ ასაკში სიკვდილის შიში უჩნდება პატარა ბავშვი ხომ თანდათან აღმოაჩენს ამ სამყაროს და ზღაპრების პერსონაჟთა როლსაც მოირგებს ხოლმე, ისინი კი არა მარტო მღერიან ან ცეკვავენ, ზოგჯერ იხოცებიან კიდეც.

ჩამოთვლილი შიშები პათოლოგია არ არის. მაგრამ თუ ბავშვი მუდამ ერთი და იმავე შიშის შესახებ ლაპარაკობს და მას ვერ ძლევს, ესე იგი მას აქვს მყარი ფობია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარება.

აღებულია: http://bavshviszrdaganvitareba.blogspot.com/p/blog-page_2815.html

________________________________________________________

გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..