ბრეკეტები

ბრეკეტები ბავშვთა ასაკში

ჯანმრთელი კბილები ჯანმრთელი ორგანიზმის საწინდარია. კბილების ჯანმრთელობაზე დამოკიდებულია სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების მდგომარეობა, ასევე თქვენი ბავშვის სწორი განვითარება. სრულყოფილი ღიმილი მომავალში ბავშვისთვის საკუთარი თავის რწმენის და კომუნიკაბელურობის საწინდარია. თანკბილვის ანომალიებისა და კბილთა მწკრივში კბილების არასწორი მდებარეობის პროფილაქტიკასა და მკურნალობას ახორციელებს ბავშვთა ორთოდონტია. 


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

12 წლამდე ასაკის ბავშვები 

12 წლამდე ასაკის ბავშვებს კბილების გასასწორებლად უმაგრებენ ორთოდონტულ კაპებს ან ფირფიტოვან აპარატებს. ეს იმით აიხსნება, რომ ასეთ პატარა ასაკში ბავშვის თანკბილვის გასწორება უფრო ადვილია მოსახსნელი აპარატის გამოყენებითაც კი, რომელიც ბრეკეტ-სისტემების უფრო მსუბუქი და მოსახერხებელი ანალოგია. ამ ასაკში ბრეკეტებს არ იყენებენ კომფორტული მკურნალობის (და არა უკუჩვენებების არსებობის) გამო, რომელიც საზრუნავს არ გაუჩენს არც მშობლებს და არც ბავშვს.
ამ ასაკში თანკბილვა ჯერ კიდევ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ პათოლოგიის შემჩნევა და მისი კორექცია უკვე შესაძლებელია. მშობლებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ თანკბილვის ან კბილების არასწორი მდებარეობის გასწორება საჭიროა მხოლოდ მუდმივი კბილების შემთხვევაში. არასწორი სარძევე კბილები მაინც შეიცვლება სწორი და ლამაზი მუდმივი კბილებით – ეს მცდარი აზრია! თანკბილვის გასწორება აუცილებელია იმ მომენტიდანვე, როდესაც თქვენ ან ბავშვის მკურნალი ექიმი შეამჩნევთ პათოლოგიას. სწორედ ორთოდონტული სისტემები ქმნიან პათოლოგიური გადახრების გარეშე კბილების ამოჭრის პირობებს.
მოსახსნელი ორთოდონტული სისტემების ტარება ბავშვს შეუძლია დღეში რამდენიმე საათი ან მთელი ღამე ძილის დროს – დრო გამოითვლება ინდივიდუალურად თითოეული კლინიკური შემთხვევისთვის. ჭამის დროს აპარატი მოხსნილი უნდა იყოს. მათი მოვლა ძალიან ადვილია – კარგად გარეცხეთ ისინი წყლით პირის ღრუში დაფიქსირებამდე და მოხსნის შემდეგ.

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები 

12 წლის ასაკის შემდეგ თანკბილვა უკვე ჩამოყალიბებულია და ყბების ზრდის ძირითადი პერიოდი დასრულებულია. ანომალიების სამკურნალოდ გამოიყენება მოუხსნელი ორთოდონტული სისტემები.
ზოგადად, ცნება „საბავშვო ბრეკეტები” ორთოდონტიაში არ არსებობს, რადგან ბრეკეტ-სისტემები ერთნაირია მოზრდილებისა და ბავშვებისთვისაც. ტერმინი „საბავშვო ბრეკეტების” გამოყენებისას ექიმი-ორთოდონტი გულისხმობს, რომ მათი დაფიქსირება მოხდება ბავშვის პირის ღრუში.

ბრეკეტების სახეები 

ბრეკეტები (ინგლ. bracket – ბრჭყალი) მოუხსნელი აპარატებია, რომლებიც კორექციას უკეთებენ კბილების მდებარეობას თანკბილვის დარღვევის დროს; ისინი წარმოადგენენ სპეციალური საკეტების რიგს, რომელიც მაგრდება კბილის გარეთა ან შიგნითა ზედაპირზე სპეციალური სტომატოლოგიური წებოს საშუალებით.
ბრეკეტ-სისტემები განსხვავდება შემდეგი ნიშნებით:

1. კბილზე მდებარეობით:

  • ვესტიბულური – მაგრდება კბილების გარეთა ზედაპირზე;
  • ლინგვალური – მდებარეობენ ენის (სასის) მხარეს, კბილების შიგნითა ზედაპირზე, რომ დაიფაროს ორთოდონტული მკურნალობის ფაქტი.

2. მასალებით:

  • კერამიკული ბრეკეტები;
  • ლითონის (ტიტანი, ნიკელ-ტიტანი);
  • საფირონის;
  • კომბინირებული (მასალების ნარევი);
  • პოლიმერული (გამჭვირვალე ბრეკეტები);

ფერადი ბრეკეტები ძალიან მოსწონთ ბავშვებს. შეიძლება ფანტაზიორობა! ასეთ ბრეკეტებს შეიძლება ნებისმიერი ფორმა მივანიჭოთ, ხოლო ფერთა გამას საზღვარი არ აქვს. ასეთი ბრეკეტები, ძირითადად, პლასტმასისგან მზადდება.
მასალა, რომლისგანაც ბრეკეტ-სისტემა არის დამზადებული, მკურნალობის შედეგზე არ მოქმედებს. განსხვავებულია მხოლოდ ესთეტიკური ეფექტი და მკურნალობის პროცესი.

3. ბრეკეტებთან რკალის დაკავშირების მეთოდით:

ულიგატურო ბრეკეტები – მოცემული ბრეკეტ-სისტემები არ საჭიროებენ დამატებით მექანიზმს – ლიგატურებს (ლითონის ბრჭყალებს);
4. ტრადიციული.
რა სახის ბრეკეტ-სისტემაც არ უნდა აირჩიოს ექიმმა, მთავარია მშობლებმა მკურნალობის პერიოდში ბავშვს მიაქციონ ყურადღება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის დადებითად განწყობა, თუ მან უკვე მიაღწია მოზარდობის ასაკს, რომელშიც ძალიან ძნელია განსხვავდებოდე შენი თანატოლებისგან. ბავშვს უნდა აუხსნათ, რომ აღნიშნული პროცედურა დროებითი აუცილებლობაა და შედეგად ექნება ლამაზი და ჯანმრთელი ღიმილი.

აღებულია dentalcafe.ge  –დან.
მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

ბრეკეტები FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 როგორ მუშაობს ბრეკეტები
🧒 12 წლამდე ასაკის ბავშვები
🦷 12 წლამდე ასაკის ბავშვებს კბილების გასასწორებლად უმაგრებენ ორთოდონტულ კაპებს ან ფირფიტოვან აპარატებს
〰️ ეს იმით აიხსნება, რომ ასეთ პატარა ასაკში ბავშვის თანკბილვის გასწორება უფრო ადვილია მოსახსნელი აპარატის გამოყენებითაც კი, რომელიც ბრეკეტ-სისტემების უფრო მსუბუქი და მოსახერხებელი ანალოგია
🌞 მოსახსნელი ორთოდონტული სისტემების ტარება ბავშვს შეუძლია დღეში რამდენიმე საათი ან მთელი ღამე ძილის დროს – დრო გამოითვლება ინდივიდუალურად თითოეული კლინიკური შემთხვევისთვის
🧑 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
🦷 12 წლის ასაკის შემდეგ თანკბილვა უკვე ჩამოყალიბებულია და ყბების ზრდის ძირითადი პერიოდი დასრულებულია
〰️ ანომალიების სამკურნალოდ გამოიყენება მოუხსნელი ორთოდონტული სისტემები
👉 გაიგეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/3Oasljj
#ბრეკეტები #ბრეკეტებიბავშვებში #ბრეკეტებიმოზარდებში #ორთოდონტულიკაპები #ფირფიტოვანიაპარატები #ბრეკეტებისტიპები #როგორმუშაობსბრეკეტები #ბრეკეტსისტემები #მოუხსნელიორთოდონტულისისტემები #თანკბილვაბავშვებში #კბილებისგასწორება #ბრეკეტებისსახეები #კერამიკულიბრეკეტები #ლითონისბრეკეტები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”; გადასვლა >>> ,,ბავშვი”

..