პირველადი დახმარება მოწამვლისას

პირველადი დახმარება მოწამვლისას

მოწამვლა შეიძლება განვითარდეს შხამიანი ნივთიერებების კუჭ-ნაწლავში მოხვედრით ან მომწამლავი აირების შესუნთქვით.

შეინახეთ წამლები და ქიმიური საშუალებები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილებში !


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

გაზებით მოწამვლისას:

  • სანამ ექიმი მოვა, ბავშვი დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. საჭიროების შემთხვევაში დაიწყეთ ხელოვნური სუნთქვა (იხილეთ ზემოთ);

პირველადი დახმარება მოწამვლისას. თუ მოწამვლა მედიკამენტით არის გამოწვეული:

  • სასწრაფოდ დარეკეთ ექიმთან და შეატყობინეთ წამლის სახელწოდება. წამლის კოლოფი არ გადააგდოთ. ექიმის ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედეთ: მიეცით ბავშვს წყალი, რძე ან გამოიწვიეთ ღებინება;
  • ღებინება შეიძლება გამოიწვიოთ ენის ძირზე ზეწოლით (ყოველთვის არ ამართლებს) ან 1-2 სუფრის კოვზი მარილიანი ხსნარის მიცემით (მზადდება 2_4 ჩაის კოვზი სუფრის მარილის გახსნით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში); ასეთი ხსნარის მიღება გამოიწვევს პილორუსის – კუჭის გასავლის სპაზმს და ხელს შეუშლის შხამის გადასვლას ნაწლავებში;

პირველადი დახმარება მოწამვლისასმდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, არ გამოიწვიოთ ღებინება, თუ:

  • ბავშვი უგონოდაა ან კრუნჩხვა აღენიშნება;
  • დალეული აქვს ძლიერი მჟავა ან ტუტე;
  • დალეული აქვს ნავთობის პროდუქტი: ნავთი, ბენზინი, სკიპიდარი, ავეჯის საწმენდი;

ასეთ შემთხვევაში ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეთ კლინიკაში;

ყველანაირი მოწამვლის დროს კარგია პირველ ნახევარ საათში 25-50გ (0,25-იანი 10-20 აბი) წყალში გახსნილი გააქტიურებული ნახშირის დალევა 1 :

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1

გადასვლა >>> ,,ბავშვი”