პირველადი დახმარება მოწამვლისას. მოწამვლა შეიძლება განვითარდეს შხამიანი ნივთიერებების კუჭ-ნაწლავში მოხვედრით ან მომწამლავი აირების შესუნთქვით.
შეინახეთ წამლები და ქიმიური საშუალებები ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილებში !
გაზებით მოწამვლისას:
- სანამ ექიმი მოვა, ბავშვი დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე. საჭიროების შემთხვევაში დაიწყეთ ხელოვნური სუნთქვა (იხილეთ ზემოთ);
პირველადი დახმარება მოწამვლისას. თუ მოწამვლა მედიკამენტით არის გამოწვეული:
- სასწრაფოდ დარეკეთ ექიმთან და შეატყობინეთ წამლის სახელწოდება. წამლის კოლოფი არ გადააგდოთ. ექიმის ინსტრუქციის მიხედვით იმოქმედეთ: მიეცით ბავშვს წყალი, რძე ან გამოიწვიეთ ღებინება;
- ღებინება შეიძლება გამოიწვიოთ ენის ძირზე ზეწოლით (ყოველთვის არ ამართლებს) ან 1-2 სუფრის კოვზი მარილიანი ხსნარის მიცემით (მზადდება 2_4 ჩაის კოვზი სუფრის მარილის გახსნით 1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში); ასეთი ხსნარის მიღება გამოიწვევს პილორუსის – კუჭის გასავლის სპაზმს და ხელს შეუშლის შხამის გადასვლას ნაწლავებში;
მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, არ გამოიწვიოთ ღებინება, თუ:
- ბავშვი უგონოდაა ან კრუნჩხვა აღენიშნება;
- დალეული აქვს ძლიერი მჟავა ან ტუტე;
- დალეული აქვს ნავთობის პროდუქტი: ნავთი, ბენზინი, სკიპიდარი, ავეჯის საწმენდი;
ასეთ შემთხვევაში ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეთ კლინიკაში;
ყველანაირი მოწამვლის დროს კარგია პირველ ნახევარ საათში 25-50გ (0,25-იანი 10-20 აბი) წყალში გახსნილი გააქტიურებული ნახშირის დალევა 1 :
აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1
გადასვლა >>> ,,ბავშვი”