ბავშვის ყბა-კბილთა სისტემის სწორი განვითარება

ბავშვის ყბა-კბილთა სისტემის სწორი განვითარება

კვებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების როლი ბავშვის ყბა-კბილთა სისტემის სწორი განვითარებისთვის

სტომატოლოგები აღნიშნავენ, რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში კარიესი მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა – სტომატოლოგების პაციენტები ხშირად არიან 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
პატარა პაციენტებში ხშირია ასევე პულპიტი ანუ კბილის შიგნითა ნაწილის დაზიანება, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი. ბავშვებში კბილების დაავადებების ძირითადი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, არის კვება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კარიესისა და პაროდონტის ანთებითი დაავადებების განვითარებაში. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის ჯანმრთელი კბილები ყოველდღიური ზედმიწევნითი მოვლისა და სწორი კვების შედეგია, რომელიც სიცოცხლის პირველივე თვეებიდან იწყება


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

სწორი კვების მნიშვნელობა 

კვება უდიდეს გავლენას ახდენს კბილების ქსოვილების ჩამოყალიბებაზე მათ ამოჭრამდე და შემდეგაც. თუ ორსული ქალის საკვები შეიცავს რძის პროდუქტებს, მინერალურ ნივთიერებებს, ხილ-ბოსტნეულს და ვიტამინების კომპლექსებს, მისი შვილის კბილები კარიესისადმი რეზისტენტული ჩამოყალიბდება. მწირი, არასწორი კვებისა ან ფასტფუდის პროდუქტების ხშირი მოხმარების დროს, ბავშვს კბილების მხრივ პრობლემები ექმნება უკვე სიცოცხლის პირველივე წელს.

ჯანმრთელი კბილების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის კვებას სიცოცხლის პირველ წელს, როდესაც ორგანიზმში მიმდინარეობს მუდმივი კბილების ჩასახვა და ჩამოყალიბება. ბავშვისთვის იდეალური საკვები პროდუქტია დედის რძე. როდესაც შეუძლებელია ბავშვის ძუძუთი კვება, მას აუცილებლად უნდა უყიდოთ ისეთი საწოვარა, რომელიც დაეხმარება მას ყბების განვითარებაში და კბილების სწორი მდებარეობის ჩამოყალიბებაში. ხელოვნური კვების დეფიციტი უნდა შევავსოთ ბოსტნეულის პიურესა და ხილის წვენების საშუალებით.

თანამედროვე ბავშვები დიდი რაოდენობით მიირთმევენ ნახშირწყლებსა და ცომეულს, რომლებიც ეწებება კბილებს და ცუდად ჩამოირეცხება ნერწყვით, რის გამოც იდეალურ გარემო იქმნება კარიესის გამომწვევი ბაქტერიების გასამრავლებლად. კანფეტების, ნაყინის, დაშაქრული თხილის, ფუნთუშებისა და გაზიანი სასმელების მიღება დასაშვებია მხოლოდ იშვიათად, დესერტის სახით და არა მთელი დღის განმავლობაში საკვების სახით. ტკბილი საკვების შემდეგ აუცილებელია კბილების გახეხვა ან ვაშლის შეჭმა. კბილების ზრდისა და შენარჩუნებისთვის შეუცვლელია კალციუმი, D ვიტამინი და ფტორი.

კალციუმი 

კალციუმი ყბების ძვლების საშენი მასალაა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იგი კბილების ზრდისა და შენარჩუნებისთვის. მოზრდილი ადამიანისთვის კალციუმის დღიური მოთხოვნილებაა დაახლოებით 1გ. ორსულობის დროს კალციუმზე მოთხოვნილება იზრდება დღეში 2გ-მდე. ამ ელემენტს შეიცავს რძის პროდუქტები, მაგრამ ორგანიზმის მიერ კალციუმის სრულყოფილი ათვისება ხორციელდება D ვიტამინის საშუალებით.

D ვიტამინი  

D ვიტამინს შეიცავს მრავალი საკვები პროდუქტი, მაგალითად, თევზი, ასევე გამოიმუშავებს თავად ორგანიზმი მზეზე ხანგრძლივი ყოფნის დროს. იგი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, ამიტომ მისი გამოყენება უმჯობესია ნაღების, იოგურტის ან სხვა ცხიმის შემცველი პროდუქტების შემადგენლობაში. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში D ვიტამინის უკმარისობა შეიძლება გახდეს რაქიტის განვითარების მიზეზი და გამოიწვიოს კბილების ზრდის შეფერხება.

ფტორი 

ბავშვის ორგანიზმი მიკროდოზებით საჭიროებს ამ მინერალურ ნივთიერებას, მაგრამ ფტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს ძვლებისა და კბილების ზრდისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების პროცესებში. ფტორს შეიცავს ჩაი, უხეშად დაფქული პურ-პროდუქტები, ხორცი, ცეხვილი ბურღული, ასევე მინერალური წყალი. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი რაოდენობით ფტორმა შეიძლება გამოიწვიოს კბილის მინანქრის დეფექტები. გადასვლა 1. სტომატოლოგია 2. ბავშვი

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.