✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
კბილების ამოჭრისას საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
საღეჭი სათამაშოები (ღრძილის მასაჟორები) ბავშვებისათვის
აქსესუარები მატყუარა საწოვრისთვის
მატყუარა საწოვრები
კბილის ჯაგრისები
კბილის პასტები
კბილის ნადები ბავშვებში
რეკლამა გვარწმუნებს, რომ კბილები იდეალურად თეთრი უნდა იყოს. მაგრამ ნადები კბილებზე მაინც ჩნდება, როგორც არ უნდა გავიწმინდოთ ისინი.
ბავშვებსაც ნადები ისეთივე ინტენსივობით უყალიბდებათ, როგორც მოზრდილებს. პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა, ბაქტერიები და უბრალოდ, საკვების მიღება – ყოველივე ეს ხელს უწყობს ნადების გაჩენას.
ადამიანების უმრავლესობას კბილები თეთრი არ აქვს. დენტინს (მინანქრის ქვეშ მდებარე ფენა) მონაცრისფრო ან მოყვითალო ფერი აქვს. ამიტომ, რამდენმა რეკლამის კბილთეთრა გმირმაც არ უნდა გიყუროთ ეკრანიდან და დაგარწმუნოთ, რომ მათი ღიმილი მათეთრებელი პასტის ან საღეჭი რეზინის გამოყენების შედეგია, არ დაუჯეროთ. პროფესიონალური გათეთრების გარეშე კბილების სითეთრეს ვერ მივაღწევთ.
რატომ ჩნდება ნადები?
ნადები საკვების მიღების შემდეგ მალევე ჩნდება კბილებზე. საკვები ნადების გაჩენის მთავარი მიზეზია. იგი, ძირითადად, გროვდება კბილებს შორის, კბილების უკანა ზედაპირზე ენის მხრიდან (საყვარელი ადგილია ქვედა საჭრელები), ღრძილებზე, ენაზე, ბრეკეტებსა და პროთეზებზე.
არსებითად, ნადები არის წებვადი აპკი, რომელიც შედგება საკვების ნარჩენებისგან, ბაქტერიებისგან და მათი შემაკავშირებელი ნერწყვისგან. გარკვეულ დრომდე ეს აპკი რბილია და საკმაოდ მარტივად ჩამოიწმინდება კბილის ჯაგრისისა და კბილის ძაფის საშუალებით. მაგრამ, თუ კბილებს რეგულარულად არ გავიწმენდთ, აპკი გამაგრდება და გარდაიქმნება კბილის ქვად, რომლის მოცილებაც მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია.
რა ტიპის კბილის ნადები ჩნდება ბავშვებში?
ბავშვებს, ისევე როგორც მოზრდილებს კბილებზე ყველაზე ხშირად უჩნდებათ რბილი ნადები. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ არც ერთ ბავშვს არ უყვარს კბილების გაწმენდა. თუმცა, გარდა ცუდი ჰიგიენისა, ნადების გაჩენას კიდევ სხვა ფაქტორები უწყობენ ხელს. უპირველეს ყოვლისა ეს არის კვება, განსაკუთრებით კი ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება.
ნადებში შემავალ ბაქტერიებს ძალიან უყვართ ტკბილი საკვები. ამიტომ, ბავშვის პირი ახალი ბაქტერიების გამრავლების ყველაზე კარგი გარემოა, რადგან ბავშვებს ძალიან უყვართ ტკბილეული. ამავდროულად, ნადების აპკს აქვს ფორები, რაც ნახშირწყლებს მის ღრმა შრეებში შეღწევის საშუალებას აძლევს. ამგვარად, ნადების ფენები სწრაფად იზრდება.
კვების გარდა, რბილი ნადების განვითარების სხვა ფაქტორებია მაგალითად ზოგიერთი სასმელი (მაგარი ჩაი, ყავა, კოლა), რკინის შემცველი ვიტამინები და პოლივიტამინები. ისინიც არანაკლებ უწყობენ ხელს ნადების განვითარებას.
ზოგიერთ ბავშვს კბილებზე უჩნდება მომწვანო ფერის ნადები. მის ასეთ უცნაურ ფერს განაპირობებენ ქლოროფილის შემცველი ქრომოგენური მიკროორგანიზმები. ასეთი ნადები, ძირითადად, ფრონტალურ კბილებზე წარმოიქმნება.
სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ხშირად ჩნება ასევე მუქი ნადები კბილებზე.
ამის მიზეზია ის, რომ თითქმის ყველა ამ ასაკის ბავშვში ნაწლავური მიკროფლორა ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ ჩამოყალიბებული და ბავშვების უმრავლესობას აღინიშნება დისბაქტერიოზი.
მრავალმა მშობელმა არ იცის, რომ მისი შვილი ეწევა თამბაქოს.
10-11 წელი ხომ ძალიან პატარა ასაკია.
მხოლოდ სტომატოლოგის სავარძელში დათვალიერებისას აღიარებს ბავშვი, როდესაც ექიმი აღმოაჩენს მუქ მოყავისფრო ნადებს, რომელიც, ძირითადად, მწეველებს აღენიშნებათ. ამიტომ, ბავშვებში ნადების გაჩენის კიდევ ერთი პრობლემა, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, არის თამბაქოს მოხმარება.
როგორ მოვიცილოთ ნადები?
მთავარია პირის ღრუს რეგულარული ჰიგიენა.
ნადები რომ არ ჩამოყალიბდეს, საჭიროა კბილების არა ხშირი, მაგრამ გულდასმით გაწმენდა. ბავშვი ამას ყოველთვის ზერელედ აკეთებს, ცდილობს დროულად გამოვიდეს აბაზანიდან, ამიტომ მშობლებმა უნდა შეამოწმონ როგორ იწმენდს ბავშვი კბილებს.
კარგია თუ ამ დროს მშობელი ბავშვთან ერთად იქნება აბაზანაში და უფრო უკეთესია, თუ ერთად გაიწმენდთ კბილებს.
პროფესიონალური გაწმენდის ჩატარებაც არ იქნება ზედმეტი. სქელი ნადების მოცილება (მნიშვნელობა არ აქვს, ბავშვს აქვს თუ მოზრდილს) პრაქტიკულად შეუძლებელია პროფესიონალური დახმარების გარეშე. გადასვლა 1. სტომატოლოგია 2. ბავშვი
აღებულია dentalcafe.ge –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.