✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
კრუპი არის ხორხის – სასუნთქი მილის ხმოვან იოგებთან მიმდებარე ადგილის ლორწოვანი გარსის ანთება, რასაც ახლავს ხმის ჩახლეჩვა, ‘მყეფავი” ხველა და სუნთქვის გაძნელება (განსაკუთრებით ჩასუნთქვისას). ხორხის ლორწოვანის შეშუპებამ და სპაზმმა შეიძლება გამოიწვიოს ზემო სასუნთქი გზების გადაკეტვა – ობსტრუქცია, რაც სიცოცხლისათვის სახიფათოა. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დედამ სწორად შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა და ექიმის მოსვლამდე მიიღოს სათანადო ზომები.
ადრეულ ბავშვთა ასაკში ზედა სასუნთქი გზების და ხორხის ხშირი ობსტრუქცია განპირობებულია სასუნთქი ორგანოების ანატომო-ფიზიოლოგიური თავისებურებებით. ამიტომ კრუპი, როგორც წესი, 3 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში ვითარდება.
კრუპი არსებობს ნამდვილი და ცრუ. ცრუ კრუპის უხშირესი მიზეზი ვირუსია, თუმცა მნიშვნელოვან როლს ალერგიული ფაქტორიც ასრულებს. ნამდვილი კრუპი კი ვითარდება დიფტერიის დროს.
ცრუ კრუპი ხშირად მწვავდება ღამით, 2-დან 6 სთ-მდე. ბავშვს ეწყება ხველა შეცვლილი ხმით, სუნთქვის გაძნელება მოხრჩობის შეგრძნებით, შეიძლება ჰქონდეს ტემპერატურაც.
რისი გაკეთება შეგიძლიათ კრუპის დროს?
- პირველ რიგში საჭიროა ბავშვს მიაწოდოთ სუფთა დანოტივებული ჰაერი;
- დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ეს აუცილებელია, რათა მოხდეს ცრუ და დიფტერიული კრუპის დიფერენცირება, ამავე დროს თავიდან ავიცილოთ სასუნთქი გზის გადაკეტვა ხორხსარქველის შეშუპების გამო.
ექიმის მოსვლამდე:
- კარგია ბავშვს ასუნთქოთ სოდიან-მარილიანი წყლის ორთქლი;
- კარგად მოქმედებს ფეხების თბილი აბაზანა და მთელი ტანის აბაზანა 370C -დან თანდათან 400C -მდე მომატებული ტემპერატურის წყლით. აბაზანის მსგავსი შედეგის მისაღწევად, შეიძლება, თბილი ორთქლით გავსებულ სააბაზანო ოთახში ბავშვის გაჩერებაც;
- კისრის ირგვლივ თბილი კომპრესის დადებამ, შესაძლებელია, მდგომარეობა შეუმსუბუქოს;
- ასვით დიდი რაოდენობით თბილი სასმელი (ბორჯომი, რძე, ჩაი);
- არ მისცეთ ანტიბიოტიკი ექიმის დანიშნულების გარეშე;
- თუ ბავშვი ალერგიულია, დაალევინეთ ანტიჰისტამინური – ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი.
გადაუდებელი შემთხვევების დროს გირჩევთ არ დაიბნეთ, რადგან ყოველი დაკარგული წუთი ბავშვის მდგომარეობას დაამძიმებს. როცა ამის საშუალება არსებობს, დაგეგმეთ საცხოვრებელი გარემო ისე, რომ ბავშვი მაქსიმალურად მოარიდოთ სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციებს.
აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure33/brochure33.htm#1; >> ,,ბავშვი”
..