ბავშვთა სტომატიტის მკურნალობა

ბავშვთა სტომატიტის მკურნალობა

დასახელება სტომატიტი წარმოიშვა სიტყვისაგან „სტომა”, რომელიც ლათინურიდან ითარგმნება როგორც პირი. ბავშვთა სტომატიტი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ანთებითი პროცესია, რომელიც ვითარდება ბავშვის პირის ღრუში.
ბავშვის პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ძალიან ნაზია და ადვილად ზიანდება.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

თუ ბავშვს სუსტი იმუნიტეტი აქვს, საწოვარათი გამოწვეული სასის ტრავმის შედეგადაც კი შეიძლება განვითარდეს ბავშვთა სტომატიტი. მსგავსი უსიამოვნებების ასაცილებლად, დასაწყისში საჭიროა მხოლოდ მოკლე და საკმაოდ ხისტი მატყუარებისა და საწოვარების შერჩევა.
ამ შემთხვევაში მცირდება სასასთან საწოვარას შეხების რისკი.
თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ თქვენს ბავშვს აქვს სტომატიტი, მკურნალობა არ უნდა გააჭიანუროთ.
ამ დროს მიზანშეწონილი არ არის ხალხური საშუალებებისა და საოჯახო რეცეპტების გამოყენება, რომლებიც მხოლოდ ხანმოკლე ეფექტს იძლევიან, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

სტომატიტის ფორმები

არსებობს სხვადასხვა ფორმის სტომატიტი, რომელთაგან თითოეული საჭიროებს მკურნალობის გარკვეულ მეთოდიკას. ჰერპესული სტომატიტი ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც საჭიროა ორგანიზმი შიგნიდან გათავისუფლდეს ინფექციისგან და სისტემატიურად (4 საათში ერთხელ), რაც შეიძლება ხანგრძლივად მოხდეს ანტისეპტიკური ხსნარის გამოვლება პირის ღრუში.
სტომატიტის გამო წარმოქმნილი წყლულის სწრაფად შესახორცებლად, იგი უნდა დამუშავდეს სპეციალური საშუალებებით.
გამოჯანმრთელების აუცილებელი პირობაა ბავშვის იმუნიტეტისა და პირის ღრუს დამცველობითი თვისებების გაძლიერება.
ამ შემთხვევაში უფრო დიდი ალბათობაა იმისა, რომ დაავადება აღარ განმეორდება.

კვების რეჟიმი

კვება მკურნალობის დროს განსაკუთრებული უნდა იყოს: გახეხილი და დაქუცმაცებული საკვები,  რომელიც არ გააღიზიანებს პირის ღრუს ლორწოვან გარსს.
ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, სტომატოლოგის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად, ჰერპესული სტომატიტისგან ბავშვი განიკურნება მაქსიმუმ 1 კვირაში, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც დაავადება მძიმე ფორმას იძენს და მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირას აღწევს.

კანდიდოზური სტომატიტი

ბავშვებში ხშირია ასევე, კანდიდოზური სტომატიტი, ე.წ. რძიანა. სტომატიტის ეს ფორმა იკურნება ჩვეულებრივი სოდის ხსნარის მუდმივი გამოვლებით პირში ან ამ ხსნარში დასველებული ბინტით ან ბამბით წყლულების დამუშავებით.
ზოგიერთ ოჯახში მიღებულია სტომატიტის მკურნალობა თაფლით, რასაც არ გირჩევთ, რადგან თაფლი მშვენიერ პირობებს ქმნის დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გასამრავლებლად.
თუ კანდიდოზური სტომატიტი გაჭიანურდა, საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია, რადგან დაავადება შეიძლება ჰქონდეს ბავშვის რომელიმე ახლობელ ადამიანს.

მკურნალობა

არსებობს წესები, რომლები საერთოა ყველა ფორმის სტომატიტის მკურნალობისას. რომელი სტომატიტითაც არ უნდა იყოს დაავადებული ბავშვი, ტკივილის მოხსნა შეიძლება გვირილის ნაყენის გამოვლებით, ხოლო თუ მატულობს სხეულის ტემპერატურა, ბავშვს უნდა მივცეთ სიცხის დამწევი საშუალებები.
თუ მკურნალობა მდგომარეობს ბაქტერიების განადგურებაში, აუცილებელია სადეზინფექციო მალამო და საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ბუნებრივი ბაქტერიციდული ინგრედიენტი ლიზოციმი.
სიტუაცია რომ არ გაართულოთ, არ მისცეთ ბავშვს შემწვარი საკვები, ასევე მარილის, შაქრისა და მჟავას შემცველი პროდუქტები.
საკვები უნდა იყოს გრილი და მაქსიმალურად თხიერი. დასაშვებია იოგურტის, რძის პროდუქტების, ხაჭოს, პიურეს მიღება. ოღონდ, საკვების ყოველი მიღების შემდეგ, აუცილებელია პირის ღრუს გამორეცხვა.
ბავშვთა სტომატიტის მკურნალობაძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს არ აჭამოთ ოთხზე მეტჯერ დღეში და არ დაუშვათ „წახემსებები” დღის განმავლობაში, რადგან სწორედ საკვების მიღებებს შორის შუალედებში მოქმედებენ სამკურნალო საშუალებები.
ნებისმიერმა საკვებმა შეიძლება გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი. სასმელების მიღება სასურველია პრეპარატების წასმიდან გარკვეული დროის შემდეგ.

ჰიგიენა

დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენას: ბავშვს უნდა ჰქონდეს პირადი ჭურჭელი, ჰიგიენის საგნები და სათამაშოები, ხოლო შენობა, რომელშიც ბავშვი დიდ დროს ატარებს, კარგად უნდა ნიავდებოდეს.
სტომატიტისგან სრული განკურნების შემდეგ აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, რადგან დარწმუნდეთ, რომ ბავშვი განიკურნა და მიიღოთ რჩევა ახალი ანთების ასაცილებლად. გადასვლა 1. სტომატოლოგია 2. ბავშვი

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.