დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები უცხოეთში. პირველადი შეკითხვის ფორმა

მზადდება, ჯერ არაა ჩართული

უცხოური დისტანციური კონსულტაციები ფასიანია. კონსულტაციის ფასი იწყება დაახლოებით 100 $–დან და  შეიძლება რამდენიმე ასეულ $–საც შეადგენდეს. ეს დამოკიდებულია კონსულტანტის დონესა და  საკონსულტაციო საკითხზე. როგორც წესი, უცხოური კლინიკები პრიორიტეტულნი არიან გარკვეულ მიმართულებებზე.
პირველადი ეტაპი, რომლის დავალებასაც ამ გვერდიდან გვიგზავნით – საინფორმაციო მომსახურებაა. ამ ფორმით ჩვენ  პირველად მიმოწერას ჩავატარებთ უცხოურ კლინიკებთან, დავადგენთ ფასებს, მათ საინფორმაციო მოთხოვნებს, შეგირჩევთ ფასითა და სხვა პირობებით საუკეთესო კონსულტანტს.
მომდევნო ეტაპზე კი, შერჩეულ კონსულტანტთან სამედიცინო დიალოგს წარვმართავთ  რომელიმე ქართულ კლინიკასთან ერთად. ამ ეტაპზე უკვე საჭიროა  სამედიცინო პლათფორმა. ქართულ კლინიკასაც, პრობლემის მიხედვით, საუკეთესოს შეგირჩევთ. მისი ექიმები მოაწესრიგებენ თქვენს საბუთებს, თარგმნიან, დაწერენ ანოტაციებს და წარმართავენ დიალოგს.

აქ წარმოდგენილი ფორმით თქვენ უნდა მოგვაწოდოთ ზოგადი  ინფორმაცია თქვენი პრობლემის შესახებ. პირველადი ძიების თანხა 50 ლარია.

..

თქვენი სახელი (სავალდებულოა)

თქვენი ელფოსტა (სავალდებულოა)

სათაური

პრობლემის აღწერა

….
გაფრთხილება:
►თქვენს მიერ შევსებული შეკითხვის ფორმა ერთდროულად მიდის რამდენიმე ექიმს ან კლინიკას საქართველოსა ( და მოთხოვნის შემთხვევაში – უცხოეთშიც).  კონსულტაციის გაწევამდე ისინი   გაცნობებენ კონსულტაციის ღირებულებასა და გადახდის მექანიზმს – როცა კონსულტაცია ფასიანია.
►აქ ტერმინი  „ნეტკლინიკა“, მხოლოდ მიმოწერის საინჟინრო-ტექნიკური  უზრუნველყოფას, ტექნიკურ პლათფორმას  აღნიშნავს. „ნეტკლინიკა“ კომპიურეტული პროგრამაა, სახელში იდეის ავტორის აღნიშვნით და არა სამედიცინო აქტიობა.  
(შდრ. „იურიდიული კლინიკა“) კონსულტირება და ფინანსური ურთიერთობა ხდება კლინიკას (ექიმსა) და შემკითხველს შორის. საკონსულტაციო, ფინანსური, იურიდიული და სხვა  ურთიერთობების  პროცესებში საიტი (Web-პლაფორმა)  „ნეტკლინიკა“ არ მონაწილეობს და შესაბამისად პასუხიმგებლობებსაც არ იღებს პაციენტისა და კონსულტანტის (ექიმის ან სამედ. ორგანიზაციის)  ურთიერთობის არც ერთ ასპექტზე. ყველა საკითხზე  პასუხისმგებელია ის ექიმი, ან სამედიცინო ორგანიზაცია, რომელიც გპასუხობთ ან/და  რომელთანაც აწარმობთ ფინანსურ ურთიერთობას.
► ნებისმიერ ექიმს, ქართულ, აზერბაიჯანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე შეუძლიათ უფასოდ  ისარგებლონ საიტის „ნეტკლინიკის“  Web- პლათფორმით “. (საკონტაქტო ელფოსტა Caumednet@gmail.com)

_________________________________________

გადასვლა ,,ნეტკლინიკა, დისტანციური სამედიცინო კონსულტაციები საქართველოსა და უცხოეთში

.