უშვილობა, უნაყოფობა (ლათ. Sterilitas) — რეპროდუქციულ ასაკში შვილის ყოლის უუნარობა. წყვილი ითვლება უშვილოდ, თუ რეგულარული სქესობრივი კავშირის შემთხვევაში (კვირაში ერთხელ მაინც), კონტრაცეფციის მეთოდების გამოუყენებლად, ქალი ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად: «…წყვილების დაახლოებით 8% აწყდება უშვილობის პრობლემას ცხოვრების რეპროდუქციულ პერიოდში».
არჩევენ:
- აბსოლუტურ უნაყოფობას – განპირობებულია ქალის ან მამაკაცის სასქესო აპარატის განუკურნებელი ცვლილებებით. ეს შეიძლება იყოს:
- განვითარების დეფექტი
- სასქესო ჯირკვლების ოპერაციული გზით მოცილება
- ტრავმა და სხვ.
- შედარებით უნაყოფობას — როდესაც უნაყოფობის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა შესაძლებელია.
უშვილობის დროს გამოსაყენებელი საშუალებები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე”
განაყოფიერების (ფერტილობის) უნარის მოსამატებელი საკვები დანამატები ქალებისათვის
განაყოფიერების (ფერტილობის) უნარის მოსამატებელი საკვები დანამატები კაცებისათვის
ვიტამინები ფერტილობისთვის კაცებისათვის
ვიტამინები ფერტილობისთვის ქალებისათვის
ოჯახის დაგეგმვის ტესტები
ფერტილობის (განაყოფიერების უნარი) ტესტები
მამაკაცის ფერტილობის ტესტები
ოვულაციის ტესტები
ორსულობის ტესტები
უშვილობას ეწოდება პირველადი, თუ ქალი ორსულად არასდროს ყოფილა, და მეორადი — თუ ქალი ერთხელ მაინც იყო ორსულად, მიუხედავად ორსულობის დასასრულისა (მშობიარობა, ორსულობა საშვილოსნოსგარე, აბორტი და ა.შ.).
უნაყოფო ქორწინებების სიხშირე შეადგენს 10-15%-ს. შემთხვევათა 60%-ში უნაყოფობის მიზეზი ქალის ორგანიზმში არსებული ცვლილებებია, ხოლო 40%-ში – ცვლილებები კაცის ორგანიზმში (სპერმის არასრულფასოვნება, ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია).
ქალის უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ინფანტილიზმი
- საშვილოსნოს მილების, საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის, საშოს ანთებითი დაავადებები
- საკვერცხეებისა და ჰიპოფიზის, თირკმელზედა ჯირკვლების, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები;
- საშვილოსნოს სიმსივნეები (მიომა)
- ენდომეტრიოზი
- საკვეცხეების სიმსივნეები
- საშვილოსნოს ყელის ტრავმული დაზიანებები მშობიარობისა და აბორტების დროს და სხვ
მეორადი უნაყოფობის ხშირი მიზეზია აბორტები.
მამაკაცის უშვილობის მიზეზი შესაძლოა იყოს:
- ეაკულაციის დარღვევები
- სექსუალური დარღვევები (ეაკულატორული დისფუნქცია).
- მამაკაცის სასქესო ორგანოების აგებულების ანატომიური ცვლილებები
- ენდოკრინული დარღვევები
- სპერმატოგენული ეპითელიუმის დაზიანება
- გენეტიკური, ქრომოსომული დარღვევები, რის შედეგადაც აღარ ხდება სპერმატოგენეზი.
- ანთებითი პროცესი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ჩათვლით.
- იმუნოლოგიური ფაქტორი, როდესაც ვითარდება ავტოიმუნური ანტისპერმული ანტისხეულები.
უნაყოფობის დროს ქალის გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ქმრის შესაბამისი გამოკვლევის შემდეგ, როცა კაცის უნაყოფობა გამოირიცხება. ქალის კომპლექსური გამოკვლევა გულისხმობს:
- გასინჯვა/დათვალიერება
- საშოსა და სასვილოსნოს ყელის კომპლექსური დათვალიერება – კოლპოსკოპია
- ულტრაბგერითი გამოკვლევა
- ლაბორატორიული დიაგნოსტიკა (ნაცხის ანალიზი, ჰორმონების განსაზღვრა, სისხლის ანლიზი, ბიოფსია და სხვ.)
- დიაგნოსტიკური ჰისტეროსკოპია და ლაპარასკოპია
იხ. აგრეთვე >> ქალის უშვილობა; მამაკაცის უშვილობა; გაურკვეველი გენეზის უშვილობა; შეუთავსებლობა; შეუღლებული და კომბინირებული უშვილობა; უშვილობის მკურნალობა. უნაყოფობა. უშვილობის მკურნალობა უცხოეთში
♦ ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦ ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
♦ დაავადებების დროს გამოსაყენებელი საშუალებები/საიტების კატალოგი
ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.
სოც.ქსელები: 1 ,