ქალის უშვილობა

ქალის უშვილობა – ქალის უშვილობის მიზეზი შეიძლება იყოს:

1. საშვილოსნოს ანუ ფალოპის მილების,  (სადაც კვერცხუჯრედი ოვულაციის შემდეგ გადადის და ხვდება სპერმატოზოიდს) გაუვალობა ან არარსებობა.
საშვილოსნოს მილების დისტალურ ნაწილში ხდება კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრა და შერწყმა, ანუ განაყოფიერება, რის შედეგადაც წარმოიქმნება ემბრიონი.
ემბრიონი გადაადგილდება მილში საშვილოსნოს ღრუსაკენ, საშვილოსნოს მილის კუნთოვანი კედლის შეკუმშვისა (პერისტალტიკის) და წამწამების (მილის ამომფენი ეპითელიუმის) მეშვეობით.
საშვილოსნოს მილების გაუვალობა, როგორც წესი, შეხორცებითი პროცესის შედეგია, რომელსაც საშვილოსნოს მილების ანთება – სალპინგიტი იწვევს.
ზოგჯერ კი ქალის უშვილობა შეიძლება იყოს ქალის სტერილიზაციის შედეგი (საშ  ვილოსნოს მილების გადაკვანძვა ან გადაჭრა).
საშვილოსნოს მილების არარსებობა გვხვდება მილების ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ, მაგ. საშვილოსნოს გარე (მილის) ორსულობისას, ან მილებში მიმდინარე ჩირქოვანი პროცესის  – პიოსალპინქსის გამო.


♥♥ ოჯახის დაგეგმვის ტესტები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე – Family Planning Tests >>


2. შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯში (უშვილობის პერიტონეალური ფაქტორი), ვითარდება ოპერაციების, ანთებითი პროცესის, ენდომეტრიოზის შედეგად.
შეხორცებამ შეიძლება მთლიანად გადაფაროს საკვერცხე, ან მდებარეობდეს საკვერცხესა და მილს შორის და აფერხებს კვერცხუჯრედის გადასვლას მილში.
მილისა და პერიტონეალური ფაქტორის თანხვედრისას საუბრობენ მილ-პერიტონეალურ უშვილობაზე.
3. ენდოკრინული (ჰორმონული) დარღვევები — შესაძლოა იყოს საკვერცხეების (საკვერცხეების გამოფიტვა, პოლიკისტოზი და სხვ.), სხვა ენდოკრინული (ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, თირკმელზედა ჯირკვალი, ფარისებრი ჯირკვალი) და არაენდოკრინული ორგანოების (ღვიძლი, თირკმელები და სხვ.) პათოლოგიის შედეგი. ენდოკრინული უშვილობა შესაძლოა გამოიწვიოს ნივთიერებათა ცვლის დარღვევამ, ფსიქიკურმა სტრესმა და სხვ. რითიც არ უნდა იყოს გამოწვეული ენდოკრინული უშვილობა, მას ყოველთვის საფუძვლად უდევს ოვულაციის მექანიზმის მოშლა (ანოვულაცია).
4. საშვილოსნოს პათოლოგია ან არარსებობა.
საშვილოსნოს პათოლოგია შესაძლოა იყოს თანდაყოლილი  (საშვილოსნოს შიდა ტიხარი, ორრქიანი საშვილოსნო, ორმაგი საშვილოსნო და სხვ.) და შეძენილი (ოპერაციის შემდგომი შეხორცებები ან ამოღება, საშვილოსნოს მიომა, ენდომეტრიტი, საშვილოსნოს ადენომიოზი, საშვილოსნოს ენდომეტრიუმის პოლიპოზი, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და სხვ.).
5. ქალის უშვილობაენდომეტრიოზი — საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის (ენდომეტრიუმის) ჩაზრდა საშვილოსნოს გარეთ; ენდომეტრიოზულ უბნებს შორის ვითარდება შეხორცებები, რაც ხდება მილ-პერიტონეალური უშვილობის მიზეზი.
6. იმუნოლოგიური უშვილობა — ქალის ორგანიზმში სპერმატოზოიდების საწინააღმდეგო ანტისხეულების (ანტისპერმული ანტისხეულები) წარმოქმნასთანაა დაკავშირებული.
7.  ქალის სტერილობის მიზეზი შესაძლოა გახდეს ქრომოსომული პათოლოგია.
8. ფსიქოლოგიური უშვილობა — განიხილება როდესაც ქალს, განზრახ ან გაუცნობიერებლად არ სურს შვილის ყოლა. ზოგჯერ ორსულობის და მშობიარობის შიშის გამო, ან არასასურველი მამაკაცისგან დაორსულების გამო, ზოგჯერ კი  იმ გარეგნული ცვლილებების თავიდან აცილების მიზნით, რაც ვითარდება ორსულობის დროს და ა.შ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


იხ. აგრეთვე >>>> უშვილობამამაკაცის უშვილობაგაურკვეველი გენეზის უშვილობაშეუთავსებლობაშეუღლებული და კომბინირებული უშვილობაუშვილობის მკურნალობაუნაყოფობა ,, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ორსულობა”

..