მამაკაცის უშვილობა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

მამაკაცის უშვილობა — მამაკაცს არ აქვს ქალის განაყოფიერების უნარი. მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • ეაკულატორული დარღვევები, მათ შორის ეაკულატის არარსებობა, რეტროგრადული ეაკულაცია, რომელიც ვითარდება შარდ-სასქესო ორგანოების ინერვაციის დარღვევის შედეგად და სხვ.
  • სექსუალური დარღვევები (ეაკულატორული დისფუნქცია).
  • მამაკაცის სასქესო ორგანოების აგებულების ანატომიური ცვლილებები (ჰიპოსპადია – შარდსადენის გარეთა ხვრელი იხსნება ასოს ვენტრალურ ზედაპირზე ან შორისის მიდამოში, რის შედეგადაც სპერმა ვერ ხვდება ქალის საშოში).
    ანატომიური უშვილობის სხვა ვარიანტია თესლგამომტანი სადინრების გაუვალობა, ან თანდაყოლილი არარსებობა.
    გაუვალობის მიზეზი ყველაზე ხშირად მამაკაცის სასქესო სისტემის ანთებითი პროცესია, ზოგჯერ კი გაუვალობა, შეიძლება სქელი სეკრეტის დაგროვების,  (გენეტიკური დაავადებების — მუკოვისციდოზისა ან ფიბროკისტოზის დროს), ან შესაძლოა იყოს ქირურგიული მკურნალობის შედეგი, მაგ. მამაკაცის კონტრაცეფციის მიზნით სათესლე მილების გადაკვეთა.
  • ენდოკრინული დარღვევები (ჰიპერ- და ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი, ჰიპერპროლაქტინემია, სხვა) იწვევს სპერმატოგენეზის დარღვევას. ენდოკრინული უშვილობის დიაგნოსტიკის მიზნით საჭიროა შემდეგი ჰორმონების განსაზღვრა: პროლაქტინი, ტესტოსტერონი, ფმჰ, მლჰ
  • სპერმატოგენული ეპითელიუმის დაზიანება, მაგ. დასხივების, ქიმიოთერაპიის, მაღალი ტემპერატურის ან ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების, ინფექციების, სათესლე პარკის ტრავმის ან წყალმანკის შედეგად.
    ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ზემოქმედებით სათესლე ჯირკვლებში მცირდება ან წყდება სპერმატოზოიდების გამომუშავება, რაც შეიძლება იყოს შექცევადი და შეუქცევადი პროცესი.
  • გენეტიკური, ქრომოსომული დარღვევები, რის შედეგადაც აღარ ხდება სპერმატოგენეზი.
  • ანთებითი პროცესი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ჩათვლით.
  • იმუნოლოგიური ფაქტორი, როდესაც ვითარდება ავტოიმუნური ანტისპერმული  ანტისხეულები.

სპერმოგრამა

რაც არ უნდა იყოს მამაკაცის უშვილობის მიზეზი, სპერმოგრამაზე შესაბამისი ცვლილებები ყოველთვის აისახება. ამიტომ, უშვილო წყვილის გამოკვლევა ყოველთვის უნდა დაიწყოს მამაკაცის სპერმოგრამის გაკეთებით.
არჩევენ სპერმის პათოლოგიის შემდეგ ვარიანტებს:

  • ანეაკულაცია — ეაკულატის (სპერმის) არარსებობა
  • აზოოსპერმია — ეაკულატში სპერმატოზოიდების არარსებობა.  გამოიყოფა სეკრეტორული აზოოსპერმია, როდესაც სპერმატოზოიდები სათესლე ჯირკვლებში არ წარმოიქმნება და ობსტრუქციული აზოოსპერმია, როდესაც სპერმატოზოიდები წარმოიქმნება, მაგრამ თესლგამომტანი სადინრების გაუვალობის გამო ვერ გამოიყოფა
  • ოლიგოსპერმია — სპერმის გამოყოფის (მოცულობის) შემცირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმების მიხედვით სპერმის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მლ
  • ოლიგოზოოსპერმია — სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება. ჯანმოს ნორმებით სპერმაში სპერმატოზოიდების კინცენტრაცია 15 მლნ/მლ ნაკლები არ უნდა იყოს.;
  • ასთენოზოოსპერმია — სპერმაში სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითება. ჯანმო-ს ნორმებით, სპერმაში  A+B+C  კატეგორიის მოძრავი სპერმატოზოიდების წილი არანაკლებ 40% შეადგენს
  • ნეკროსპერმია — ეაკულატში ცოცხალი სპერმატოზოიდების არარსებობა
  • კრიპტოსპერმია — ეაკულატში ერთეული მოძრავი სპერმატოზოიდების არსებობა
  • ტერატოზოოსპერმია — ეაკულატში სპერმატოზოიდების პათოლოგიური ფორმების მომატება. ჯანმო-ს მონაცემების თანახმად სპერმატოზოიდების ნორმალური ფორმების  წილი ეაკულატში  არანეკლებ 4% შეადგენს
  • პიოსპერმია —ლეიკოციტების რაოდენობის მომატება სპერმაში, ანთებითი პროცესების შედეგად

მამაკაცის უშვილობა

ეაკულატის ანალიზი (სპერმოგრამა) – გვიჩვენებს მამაკაცის სპერმის ფერტილობას.
ტერმინი «ნორმოსპერმია» გამოიყენება,  როდესაც ეაკულატში სპერმატოზოიდების რაოდენობის, მოძრაობის და მორფოლოგიის მაჩვენებლები ნორმალურია.
ეაკულატში სპერმის მომატებული რაოდენობა (200 მლნ/მლ ზე მეტი) აღინიშნება ტერმინით    «პოლისპერმია».
გადასვლა >>> ორსულობა და მშობიარობა

იხ. აგრეთვე >> ქალის უშვილობა; უშვილობაგაურკვეველი გენეზის შვილობაშეუთავსებლობაშეუღლებული და კომბინირებული უშვილობაუშვილობის მკურნალობაუნაყოფობა


მამაკაცის უშვილობალალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 მამაკაცის უშვილობა — როდესაც მამაკაცს არ აქვს ქალის განაყოფიერების უნარი
🔎 მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი შესაძლოა იყოს:
➡️ ეაკულატორული დარღვევები, მათ შორის ეაკულატის არარსებობა, რეტროგრადული ეაკულაცია, რომელიც ვითარდება შარდ-სასქესო ორგანოების ინერვაციის დარღვევის შედეგად და სხვ.;
➡️ სექსუალური დარღვევები (ეაკულატორული დისფუნქცია);
➡️ მამაკაცის სასქესო ორგანოების აგებულების ანატომიური ცვლილებები;
➡️ ენდოკრინული დარღვევები და სხვა
📌 რაც არ უნდა იყოს მამაკაცის უშვილობის მიზეზი, სპერმოგრამაზე შესაბამისი ცვლილებები ყოველთვის აისახება.
🔬 ამიტომ, უშვილო წყვილის გამოკვლევა ყოველთვის უნდა დაიწყოს მამაკაცის სპერმატოგრამის გაკეთებით.
👉 შეიტყვეთ უფრო დეტალურად – https://bit.ly/3ilPGEA
#უშვილობა #მამაკაცისუშვილობა #ქალისუშვილობა #მამაკაცისუშვილობისმიზეზები #უშვილობისმიზეზები #ალკოჰოლი #თამბაქო #ვარიკოცელე #კიბო #სქესობრივიინფექციები #სიმსუქნე #ენდოკრინულიდარღვევები #ეაკულატორულიდარღვევები #სექსუალურიდარღვევები #ანეაკულაცია #აზოოსპერმია #ოლიგოსპერმია #ოლიგოზოოსპერმია #ასთენოზოოსპერმია #ნეკროსპერმია #კრიპტოსპერმია #ტერატოზოოსპერმია #პიოსპერმია #სპერმატოგრამა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ საქონელი ორსულთათვის >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.