მამაკაცის უშვილობა

სტატიის ბოლოს – ორსულობის, ოვულაციის, მამაკაცის ფერტილობის დასადგენი ტესტები ,,ამაზონზე” – იხ. ამავე ფერის ტექსტები

მამაკაცის უშვილობა — მამაკაცს არ აქვს ქალის განაყოფიერების უნარი. მამაკაცის უნაყოფობის მიზეზი შესაძლოა იყოს:

1. ეაკულატორული დარღვევები, მათ შორის ეაკულატის არარსებობა, რეტროგრადული ეაკულაცია, რომელიც ვითარდება შარდ-სასქესო ორგანოების ინერვაციის დარღვევის შედეგად და სხვ.

2. სექსუალური დარღვევები (ეაკულატორული დისფუნქცია).

3. მამაკაცის სასქესო ორგანოების აგებულების ანატომიური ცვლილებები (ჰიპოსპადია – შარდსადენის გარეთა ხვრელი იხსნება ასოს ვენტრალურ ზედაპირზე ან შორისის მიდამოში, რის შედეგადაც სპერმა ვერ ხვდება ქალის საშოში). ანატომიური უშვილობის სხვა ვარიანტია თესლგამომტანი სადინრების გაუვალობა, ან თანდაყოლილი არარსებობა. გაუვალობის მიზეზი ყველაზე ხშირად მამაკაცის სასქესო სისტემის ანთებითი პროცესია, ზოგჯერ კი გაუვალობა, შეიძლება სქელი სეკრეტის დაგროვების,  (გენეტიკური დაავადებების — მუკოვისციდოზისა ან ფიბროკისტოზის დროს), ან შესაძლოა იყოს ქირურგიული მკურნალობის შედეგი, მაგ. მამაკაცის კონტრაცეფციის მიზნით სათესლე მილების გადაკვეთა.

4. ენდოკრინული დარღვევები (ჰიპერ- და ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი, ჰიპერპროლაქტინემია, სხვა) იწვევს სპერმატოგენეზის დარღვევას. ენდოკრინული უშვილობის დიაგნოსტიკის მიზნით საჭიროა შემდეგი ჰორმონების განსაზღვრა: პროლაქტინი, ტესტოსტერონი, ფმჰ, მლჰ.

5. სპერმატოგენული ეპითელიუმის დაზიანება, მაგ. დასხივების, ქიმიოთერაპიის, მაღალი ტემპერატურის ან ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედების, ინფექციების, სათესლე პარკის ტრავმის ან წყალმანკის შედეგად. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ზემოქმედებით სათესლე ჯირკვლებში მცირდება ან წყდება სპერმატოზოიდების გამომუშავება, რაც შეიძლება იყოს შექცევადი და შეუქცევადი პროცესი.
6. გენეტიკური, ქრომოსომული დარღვევები, რის შედეგადაც აღარ ხდება სპერმატოგენეზი.

8. ანთებითი პროცესი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ჩათვლით.

9. იმუნოლოგიური ფაქტორი, როდესაც ვითარდება ავტოიმუნური ანტისპერმული  ანტისხეულები.

რაც არ უნდა იყოს მამაკაცის უშვილობის მიზეზი, სპერმოგრამაზე შესაბამისი ცვლილებები ყოველთვის აისახება. ამიტომ, უშვილო წყვილის გამოკვლევა ყოველთვის უნდა დაიწყოს მამაკაცის სპერმატოგრამის გაკეთებით. არჩევენ სპერმის პათოლოგიის შემდეგ ვარიანტებს:

1. ანეაკულაცია — ეაკულატის (სპერმის) არარსებობა.

2. აზოოსპერმია — ეაკულატში სპერმატოზოიდების არარსებობა.  გამოიყოფა სეკრეტორული აზოოსპერმია, როდესაც სპერმატოზოიდები სათესლე ჯირკვლებში არ წარმოიქმნება და ობსტრუქციული აზოოსპერმია, როდესაც სპერმატოზოიდები წარმოიქმნება, მაგრამ თესლგამომტანი სადინრების გაუვალობის გამო ვერ გამოიყოფა.

3. ოლიგოსპერმია — სპერმის გამოყოფის (მოცულობის) შემცირება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნორმების მიხედვით სპერმის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მლ.

4. ოლიგოზოოსპერმია — სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირება. ჯანმოს ნორმებით სპერმაში სპერმატოზოიდების კინცენტრაცია 15 მლნ/მლ ნაკლები არ უნდა იყოს.

5. ასთენოზოოსპერმია — სპერმაში სპერმატოზოიდების მოძრაობის დაქვეითება. ჯანმო-ს ნორმებით, სპერმაში  A+B+C  კატეგორიის მოძრავი სპერმატოზოიდების წილი არანაკლებ 40% შეადგენს.

6. ნეკროსპერმია — ეაკულატში ცოცხალი სპერმატოზოიდების არარსებობა.

7. კრიპტოსპერმია — ეაკულატში ერთეული მოძრავი სპერმატოზოიდების არსებობა

8. ტერატოზოოსპერმია — ეაკულატში სპერმატოზოიდების პათოლოგიური ფორმების მომატება. ჯანმო-ს მონაცემების თანახმად სპერმატოზოიდების ნორმალური ფორმების  წილი ეაკულატში  არანეკლებ 4% შეადგენს.

9. პიოსპერმია —ლეიკოციტების რაოდენობის მომატება სპერმაში, ანთებითი პროცესების შედეგად.

ეაკულატის ანალიზი (სპერმატოგრამა) – გვიჩვენებს მამაკაცის სპერმის ფერტილობას. ტერმინი «ნორმოსპერმია» გამოიყენება,  როდესაც ეაკულატში სპერმატოზოიდების რაოდენობის, მოძრაობის და მორფოლოგიის მაჩვენებლები ნორმალურია. ეაკულატში სპერმის მომატებული რაოდენობა (200 მლნ/მლ ზე მეტი) აღინიშნება ტერმინით    «პოლისპერმია».

♥♥ ოჯახის დაგეგმვის ტესტები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე – Family Planning Tests >>

ფერტილობის (განაყოფიერების უნარი) ტესტები – Fertility Tests >>
მამაკაცის ფერტილობის ტესტები – Male Fertility Tests >>
ოვულაციის ტესტები – Ovulation Tests >>
ორსულობის ტესტები – Pregnancy Tests >>

__________________________________________

იხ. აგრეთვე >>>> ქალის უშვილობა; უშვილობაგაურკვეველი გენეზის უშვილობაშეუთავსებლობაშეუღლებული და კომბინირებული უშვილობაუშვილობის მკურნალობაუნაყოფობა

გადასვლა >>>> ,, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ორსულობა”

..