უშვილობის მკურნალობა

უშვილობის მკურნალობა

მედიცინის დარგს, რომელიც უშვილობას შეისწავლის რეპროდუქტოლოგია ეწოდება, რომელიც თავის თავში გინეკოლოგიისა და ანდროლოგიის დარგს აერთიანებს. არჩევენ უშვილობის მკურნალობას და უშვილობის დაძლევას, გადალახვას.

უშვილობის მკურნალობისას პაციენტი ხდება ფერტილური, ანუ შეუძლია შვილი იყოლიოს. უშვილობის მკურნალობის პროცესებს შეიძლება მივაკუთვნოთ, მაგ. საშვილოსნოს მილების გაუვალობის აღდგენა ქირურგიული გზით –  ქალებში, ან თესლგამომტანი სადინრების ქირურგიული აღდგენა, ვარიკოცელეს ქირურგიული მკურნალობა – მამაკაცებში.

უშვილობის გადასალახავად გამოიყენება ისეთი სამედიცინო მიდგომა,  როდესაც წყვილს ეყოლება შვილი, მაგრამ პაციენტი შემდგომშიც რჩება უნაყოფო. უშვილობის დაძლევა შესაძლოა  დროებითი ეფექტის (მაგ. ჰორმონალური პრეპარატების დროებითი გამოყენება), ან დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიების (მათგან ყველაზე ეფექტურია ხელოვნური განაყოფიერება) გზით.

__________________________________________

გადასვლა >>>> ,, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ორსულობა”

..