აგრესია სკოლაში

აგრესია სკოლაში

სასწავლო წლის დაწყებამდე მშობლებს უამრავი საზრუნავი აქვთ. მათი რიცხვი იმატებს თუ ბავშვი ზედმეტად მორცხვია, ახალ სკოლაში გადადის, სუსტი ჯანმრთელობა აქვს და სხვა.
დიდი პრობლემაა, თუ აღმოჩნდება, რომ ბავშვს სკოლაში ჩაგრავენ, დასცინიან, უკიდურეს შემთხვევაში, ფიზიკურადაც ეხებიან, რაც, სამწუხაროდ იშვიათი შემთხვევა არ გახლავთ.
მშობელს დიდი ყურადღება მართებს იმისთვის, რომ მოსწავლის აკადემიური მოსწრების გარდა სკოლაში სიარულის ეს მხარეც აკონტროლოს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ იმ მიზეზების შესახებ, რომლებიც, როგორც წესი, ბავშვის ჩაგვრის მიზეზი ხდება:

განსაკუთრებულობა – შეიძლება ბავშვი თანაკლასელებზე ჭკვიანი და უკეთესად განვითარებული იყოს, რაც დანარჩენებში გაღიზიანებას იწვევდეს.
გარეგნობა – სათვალე, ჭორფლი, ზედმეტი წონა, გადმოწეული ყურები, წითური თმა, არათანამედროვე ჩაცმულობა და სხვა.
სუსტი ჯანმრთელობა – როგორც წესი, ასეთი ბავშვები მასწავლებლების მხრიდან განსაკუთრებული დამოკიდებულებით სარგებლობენ, რაც თანატოლებში გაღიზიანებას იწვევს.
ცუდი მოსწრება – ზოგჯერ კარგი მოსწავლეც შეიძლება ცუდი მეგობარი იყოს. ასეთ ბავშვებს არ უყვართ ოროსნები და ყველანაირად ცდილობენ მათ დაცინვას.
დაბალი თვითშეფასება – ბავშვი შეიძლება უბრალოდ ვერ აცნობერებდეს, რომ არც ცუდად სწავლობს და არც ცუდი გარეგნობა აქვს. როგორც წესი, გარკვეული კომპლექსები ბავშვს საკუთარ თავში კეტავს, რაც გარშემომყოფებს აღიზიანებს.

როგორ გავიგოთ, რომ ბავშვს ჩაგრავენ:

დაათვალიერეთ მისი სხეული, ტანსაცმელი და ჩანთა.
თუ ნაკაწრები, ჩალურჯებები, დახეული პერანგი და გაფუჭებული წიგნები, ასევე სასკოლო ნივთებისა და ჯიბის ფულის დაკარგვა ხშირი შემთხვევაა, იცოდეთ, რომ ამას მიზეზი აქვს.
ბავშვს არ უნდა სკოლაში წასვლა, უმიზეზოდ იღუშება, ხდება აგრესიული, არ სურს მეცადინეობა, ცუდად ძინავს, კოშმარები ესიზმრება, აქვს ენურეზის შემთხვევები, მარტოობის შიში, ზედმეტად მიკრულია მშობელთან, არ სურს ეზოში სათამაშოდ ჩასვლა – ეს ყველაფერი ეჭვს უნდა იწვევდეს.
თუ დამტკიცდა, რომ თქვენი შვილი ჩაგვრის ობიექტია, პირველი პანიკის შემდეგ აუცილებლად დამშვიდდით და გარკვეული გეგმა შეიმუშავეთ.
ჯერ მასწავლებლებსა და სხვა მშობლებს გაესაუბრეთ, გაიგეთ ყველა დეტალი, მაგალითად ის, თუ რას აკეთებენ ეს მშობლები შვილის დასაცავად.
თუ მათი მეთოდი თქვენთვისაც მისაღებია, მაშინ აპრობირებული გზით იმოქმედეთ.
აუცილებლად დაელაპარაკეთ ბავშვს, გაიგეთ მისგან ყველა დეტალი.
ამით იმასაც აგრძნობინებთ, რომ მარტო არაა და რომ მისი დახმარების სურვილი გაქვთ, რაც თვითდაჯერებას შემატებს.
თუ ბავშვი ძალიან განიცდის, დაამშვიდეთ და აუხსენით, რომ ის დამნაშავე არაა, რომ შექმნილი ვითარება მისი ფიზიკური სისუსტის ან სათვალის ბრალი არაა.
ზოგჯერ ბავშვებს არ სურთ, რომ მათი სასკოლო პრობლემების შესახებ უფროსებმა იცოდნენ და საკითხი მათ გადაჭრან, ამიტომ ნუ ეტყვით, რომ სკოლაში მიხვალთ, დირექტორს დაელაპარაკებით და მის უფლებებს დაიცავთ.
ამის გაკეთება უჩუმრადაც შეგიძლიათ, რათა ბავშვის პატივმოყვარეობა არ შელახოთ. უბრალოდ, უთხარით, რომ მსგავსი რამ მეორედ აღარ განმეორდება და რომ მას აღარაფრის უნდა შეეშინდეს.
ამაში კი მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდება, რაც სკოლაში მისულს ჩვეული აგრესია არ დახვდება – ეს კი თქვენი დამსახურება იქნება.
ვიდრე პრობლემას გადაჭრით, ბავშვს ურჩიეთ, მარტო არ დარჩეს.
თუ მის სკოლაში ახლობლის შვილი სწავლობს (ნათესავი, მეზობელი), სთხოვეთ ხშირად იტრიალოს მის გვერდით შესვენებისას, ბუფეტში ან სკოლის ეზოში ყოფნისას.
შინ ალტერნატიული გზით დაბრუნდეს, რაც არასასურველი შეხვედრისგან დაიცავს. ეს აგრესორს ოდნავ მაინც მოადუნებს და იქნებ ჩაგვრის ობიექტიც მიავიწყოს.
დაარიგეთ, რომ არასდროს უპასუხოს აგრესიას აგრესიით.
ასეთ ქცევას ვითარების გართულება შეუძლია, რამაც შეიძლება ორივე მხარე დააზიანოს. არ არის გამორიცხული, აგრესორს დასაკეცი დანა ჰქონდეს ან ქვა ესროლოს.
ამის თავიდან არიდება კი მხოლოდ ნეიტრალური ქცევით შეიძლება.
თანაც აგრესორებს უყვართ, როდესაც საკუთარი ძალის სხვაზე დემონსტრირებით ტკბებიან, მოსწონთ, როდესაც \”მსხვერპლი\” მათ დანახვაზე კანკალებს – გულგრილი და თავდაჯერებული დამოკიდებულება კი ამ აღმაფრენას დაუხშობს.
დაე, ჩაგრულის ასეთმა ქცევამ აგრძნობინოს, რომ მას უკვე ჰყავს დამცველი ან თავად შეუძლია საკუთარი თავის დაცვა.

როგორ მოვიქცეთ

ამასობაში კი იმოქმედეთ: დაელაპარაკეთ სკოლის დირექტორს, მასწავლებლებს, აგრესორის მშობელსაც კი. როგორც წესი, აგრესორ ბავშვებს მშობლების მიმართ შიში და მორიდება მომძლავრებული აქვთ, ხოლო გარე აგრესიას მათთან ზედმეტი თავშეკავებულობის გამო უვითარდებათ.
უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ პოლიციას, უბნის ინსპექტორს, რომელიც ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს.
და რაც მთავარია, არასდროს გაუკეთოთ იგნორირება ბავშვის პრობლემებს, ნუ მოადუნებთ ყურადღებას, ნუ იფიქრებთ, რომ სკოლაში ჩაგვრა ჩვეულებრივი მოვლენაა და რომ ეს ასაკის მატებასთან ერთად გაივლის. შედეგად შეიძლება ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვი მიიღოთ, რაც მთელი ცხოვრების პრობლემად შეიძლება იქცეს.    გადასვლა >>> ,,ბავშვი

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1377772259