დედა ტერეზას 7 რჩევა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით

დედა ტერეზას 7 რჩევა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით

1. იყავით ყურადღებით იმის მიმართ თუ რას ეუბნებით ბავშვებს

უფროსები არასაკმარისად აკონტროლებენ თავიანთ გამონათქვამებს, როდესაც ესაუბრებიან ბავშვებს. ზოგიერთი მიმართვისას ეძახის ბავშვს უნიჭოს, სულელს და ზარმაცს.
ამით უფროსები, როგორც მშობლები, ასევე აღმზრდელებიც, ხშირად ღუპავენ ბავშვებს.
ბავშვები ექცევიან ამის გავლენის ქვეშ და რამოდენიმე ხანში მართლაც ხდებიან მოუხერხებლები, ზარმაცები და ნიჭის გამოვლენაც უჭირთ.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

2. არ შეაშინოთ ბავშვები ურჩხულებით (ან ჭინკებით – მთარგმნელის შენიშვნა), მგლებით და პოლიციით. ეს არ გახდის ბავშვს არც ჭკვიანს და არც კეთილს.

3. აღზარდეთ ბავშვები ისე, რომ მისცეთ უნაკლო მაგალითი.

ბავშვებს არ უყვართ დარიგებები და ნოტაციების კითხვა, მათ სურს დაინახონ თქვენი საქციელები და არა უბრალოდ მოისმინონ თქვენი სიტყვები.

4. ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ იყოთ თქვენს სიმაღლეზე ბავშვების თვალებში.

არ გამოააშკარაოთ მათ თვალწინ თქვენი სისუსტეები და ნაკლი. როდესაც მშობლები უშვებენ იმას, რომ ბავშვებმა დაინახოს მათი სისუსტე, ბავშვები იწყებენ ნერვიულობას და კარგავენ ორიენტაციას, რადგან მათ მეტი არავინ არ ჰყავთ, ვისაც დაეყრდნობიან ან ვისი იმედიც ექნებათ. ბავშვს, რომელიც თავს გრძნობს პატარად და სუსტად, სურს, რომ ყავდეს დამცველი და ის იყოს მისი ურყევი ავტორიტეტი.

 5. ბავშვი ეძებს მშობლებისგან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
თუ სახლში ბავშვი ხდება მშობლებს შორის ჩხუბისა და კამათის მოწმე, მშობლები არ უნდა მოელოდონ და იფიქრონ, რომ ისინი შეძლებენ შვილის კარგად აღზრდას. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ მისი მამა ან დედა იქცევა არასწორად, ის თავს დაკარგულად გრძნობს და მეამბოხეობს. ეს არის მიზეზი უამრავი ტრაგედიისა ოჯახში და საზოგადოებაში.

6. სჯობს არასოდეს სცემოთ ბავშვი

უკიდურეს შემთხვევაში, თუ ის მართლაც იმსახურებს ცემას, პატარა მირტყმა მას ნამდვილად არ ავნებს, მაგრამ იყავით ფრთხილად! არასოდეს არ დასაჯოთ ბავშვი, თქვენი სიბრაზის დროს.
ასე ბავშვს მეხსიერებაში დაუტოვებთ სიძულვილის, სიბრაზის შთაბეჭდილებას და არა სამართლიანობის შეგრძნებას. ბავშვის სწორი აღზრდისთვის საჭიროა, რომ ბავშვი გრძნობდეს, რომ თქვენ სამართლიანი ხართ, როდესაც მას სჯით.
სწორედ ამიტომ, თუ თქვენ მაინც გიწევთ ბავშვის დასჯა, თქვენი მზერა არ უნდა გამოხატავდეს სიბრაზეს და მტრობას: მას მალე დაავიწყდება დარტყმაც და სახეში გაწნაც, მაგრამ არასოდეს დაავიწყდება თქვენი გამომეტყველება სიძულვილითა და სიბრაზით სავსე.
ბავშვის დასჯა უნდა იყოს განპირობებული არა იმით, რომ თქვენ ამოგეწურათ მოთმინება, არამედ იმის სურვილითა და მცდელობით, რომ ბავშვმა გაიგოს, რომ მისივე საკეთილდღეოდ არსებობს წესები, რომლებიც მან უნდა დაიცვას.

7. ბავშვები უსაზღვროდ უნდა ენდობოდნენ და ემორჩილებოდნენ საკუთარ მშობლებს

ეს არის ერთ–ერთი ძირითადი წესი ბავშვის სწორი აღზრდისა მოსიყვარულე და მეგობრულ ოჯახში.
ასე იქცეოდა იესო ნაზარეთში, როდესაც 30 წლის განმავლობაში ემორჩილებოდა თავის მშობლებს.

თარგმნა: თამუნა ბაღდავაძემ; აღებულია: http://jesus.ge/?p=2015


გადასვლა >>> ,,ბავშვი”
..