მწოლიარე ავადმყოფის კვება

ამ  გვერდიდან შეგიძლიათ  გამოიწეროთ ავადმყოფის მოვლის საშუალებები  ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

სწორი კვება აუცილებელია ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებისათვის. სასურველია გავითვალისწინოთ ადამიანის გემოვნება, სურვილები და მოთხოვნილებები. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მიერ დანიშნული დიეტა მკაცრად უნდა დავიცვათ. მნიშვნელოვანია მადაზე დაკვირვება. უმადობისას არ შეიძლება ავადმყოფს დავაძალოთ საკვების დიდი რაოდენობით მიღება. მადის დაკარგვის დროს უნდა შემოწმდეს პირის ღრუს მდგომარეობა – არ უნდა გამოგვრჩეს ენაზე და ლორწოვან გარსზე ნადები ან გამონაყარი.

♦ ნაწოლების საწინააღმდეგო საშუალებები ,,ამაზონზე” decubitus ulcer cream>>> 


თუ ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა საშუალებას გვაძლევს, უმჯობესია მან საკვები დამჯდარ მდგომარეობაში მიიღოს — მაგიდასთან, თავისი ხელით ან დახმარებით. მწოლიარე ავადმყოფს საკვების მიღებისას ტანი წამოწეული და ბალიშების დახმარებით დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველია, ავადმყოფი საკვებს ხედავდეს.

კვების პროცესში თვალი უნდა ვადევნოთ ღეჭვას და ყლაპვას. თუ ავადმყოფს ყლაპვა უჭირს, მას უნდა მივცეთ ფაფის კონსისტენციის საკვები, მცირე ულუფებით. კვების ბოლოს დავათვალიეროთ პირის ღრუ და გავათავისუფლოთ საკვების ნარჩენებისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამ ნარჩენების სასულეში გადაცდენა. ამავე მიზეზის გამო კვებიდან 10-15 წუთის განმავლობაში ავადმყოფმა არ უნდა ჩაიძინოს.

♦ პირის ღრუს მოვლის საშუალებები ,,ამაზონზე” oral care >>



აუცილებელია სითხის საკმარისი რაოდენობით (1,5-2 ლიტრი) მიღება, თუ პაციენტს სითხის რაოდენობა ექიმის მიერ არ აქვს შეზღუდული. თუ პაციენტი პირით სუნთქავს და პირის ღრუს ლორწოვანი შრება, ადვილად ვითარდება ლორწოვანი გარსის ანთება (სტომატიტი), სოკოვანი დაავადებები და სანერწყვე ჯირკვლის ანთება (პაროტიტი).

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure26/brochure26.htm; გადასვლა >> ავადმყოფის სახლში მოვლა


..