როგორ შევარჩიოთ თერმომეტრი?

მრავალი ტიპის თერმომეტრი არსებობს. ამ სტატიიდან გაეცნობით როგორ შეარჩიოთ თქვენი პატარასათვის ყველაზე მოსახერხებელი თერმომეტრი. ამავე  გვერდიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ  საბავშვო თერმომეტრები მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიებიდან >>>

სხეულის ტემპერატურა  – ჯანმრთელობის მდგომარეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია და სწორედ ამიტომ, კარგი თერმომეტრი ერთ-ერთი პირველადი მოთხოვნილების საგანია ყველა ოჯახში, განსაკუთრებით კი, თუ სახლში პატარა ბავშვია. მოხერხებული კონსტრუქციისა და ლამაზი დიზაინის თერმომეტრი აადვილებს ბავშვისათვის სიცხის გაზომვას. ბუნებრივია, თერმომეტრების ბევრად ფართო არჩევანია ინტერნეტ-მაღაზიებში. ისინი მძიმე არაა და გამოწერა იოლია. ამიტომ ჩვენ, ქვევით გთავაზობთ  მსოფლიოს წამყვანი ინტერნეტ-მაღაზიების ფილტრირებულ ლინკებს. მაშ ასე, – როგორ შევარჩიოთ თერმომეტრი?

რამდენია ბავშვის  ნორმალური ტემპერატურა?

ახალშობილთა   დედებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახალშობილის სხეულის ნორმალურ ტემპერატურად ითვლება 36,0 – დან 37,5 -მდე ინტერვალში ნებისმიერი მაჩვენებელი. საქმე იმაშია, რომ  პირველ თვეებში ჩვილის თერმორეგულაცია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია და სწორედ ამით აიხსნება ტემპერატურის ასეთი მერყეობა.

როგორ უნდა გავუზომოთ პატარას ტემპერატურა ?

პატარას ტემპერატურა უნდა გაუზომოთ სრული სიმშვიდის დროს, უმჯობესია – როცა ძინავს. ბავშვისათვის ძილში სიცხის გაზომვა ყოველთვის ვერ ხერხდება. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს თერმომეტრის ტიპისა და დიზაინის სწორად შერჩევას.

სად შეიძლება გავუზომოთ ბავშვს ტემპერატურა?

გარდა იღლიისა და სწორი ნაწლავისა, სიცხის გაზომვა შეიძლება პირის ღრუში, საზარდულის ნაკეცში, იდაყვის სახსრის ნაკეცში, შუბლზე და ყურშიც კი.

რა ტიპის თერმომეტრები არსებობს?

დღეისათვის ბაზარზე სხვადასხვა სახის თერმომეტრების სიჭარბეა. ეს არის: ვერცხლისწყლიანი, ელექტრონული და ინფრაწითელი თერმომეტრები, კონტაქტური და არაკონტაქტური, ერთჯერადი და მრავალჯერადი მოხმარების. თითოეული ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი

არის სტანდარტული და პედიატრული. პედიატრული, საბავშვო  შედარებით თხელი და მსუბუქია, აქვს სპეციალური ბუნიკი. ამ ტიპის თერმომეტრები კარგია იმით, რომ ჩვენთვის ნაცნობია ბავშვობიდან, ზუსტია და მოსახმარად მარტივი. თუმცა აქვს უარყოფითი მხარეებიც – ადვილად ტყდება დავარდნისას და ვერცხლისწყალი იღვრება. ამიტომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი აიკრძალა. მისი კიდევ ერთი უარყოფითი მხარეა – გაზომვის ხანგრძლივობა – 5 – 10 წუთი. ეს კი ახალგაზრდა დედისთვის, როცა  სიცხეს უზომავს ჩვილს, რომელიც ტირის და მოუსვენრადაა, – მთელი საუკუნეა. პატარა ბავშებში არ არის სასურველი მისი არც ორალურად და არც რექტალურად  გამოყენება.

ელექტრონული თერმომეტრი

უნივერსალურია, რადგან ყველგან შეიძლება ტემპერატურის გაზომვა (გარდა ყურის გასავლისა). შეიძლება იხმარონ მშობლებმაც და ბავშვებმაც. გაზომვას გაცილებით  ნაკლები დრო სჭირდება, იძლევა ხმოვან სიგნალს და მაჩვენებელი დისპლეეზე გამოაშუქებს. ელექტრონული თერმომეტრის დადებითი მხარეა, რომ ის ადვილად არ ტყდება, უსაფრთხოა, წყალგაუმტარი. ადვილად იწმინდება, აღჭურვილია მეხსიერებით, სადაც ინახება გაზომვის წინა მონაცემები. დედების ძირითადი ჩივილი ამ ტიპის თერმომეტრების მიმართ, მაჩვენებლის უზუსტობაა. თუმცა უნდა ითქვს, რომ აბსოლუტური სიზუსტისთვის საჭიროა თერმომეტრს მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეს სხეულთან. თუკი გადაწყვიტეთ საბავშვო ელექტრონული თერმომეტრის შეძენა,  შეარჩიეთ მიმზიდველი დიზაინის. როცა თერმომეტრი სათამაშოს ჰგავს, ცხადია ბავშვისთვის ტემპერატურის გაზომვა გაცილებით ადვილია. ინტერნეტ-მაღაზიებში ელექტრონული თერმომეტრების  ფართო არჩევანს გვთავაზობენ.

♦♦ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ელექტრონული  თერმომეტრის შესარჩევად და შესაძენად დააკლიკეთ აქ >>>
♦♦ ალიექსპრესიდან ელექტრონული  თერმომეტრის შესარჩევად და შესაძენად დააკლიკეთ აქ >>>

საწოვარა  (სოსკა) თერმომეტრი

საწოვარა-თერმომეტრით ძალიან ადვილია ტემპერატურის გაზომვა, ცხადია,  თუ ბავშვი მატყუარას წოვს. ორალური თერმომეტრით ტემპერატურა 0,1 °С სიზუსტით იზომება, თუმცა აღასანიშნავია, რომ პირით სუნთქვა ან ბავშვის ტირილი ზეგავლენას ახდენს მონაცემებზე.  საწოვარა  (სოსკა) თერმომეტრს აქვს დისპლეი, იძლევა მუსიკალურ  სიგნალს, აქვს ავტოგამორთვის ფუნქცია. ის შეიძლება იყოს ლატექსის ან სილიკონის. ნაკლია, რომ ბატარეების ვადის გასვლის შემდეგ გამოუსადეგარი ხდება და საჭიროა ახლის შეძენა, თუმცა რამდენიმე წელს ძლებს.

♦♦ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“  საწოვარა –  თერმომეტრის შესაძენად დააკლიკეთ აქ >>>
♦♦ ,,ალიექსპრესიდან” საწოვარა- თერმომეტრის შესაძენად დააკლიკეთ აქ >>>

ყურის ინფრაწითელი თერმომეტრი

მხოლოდ ასეთი თერმომეტრითაა შესაძლებელი ტემპერატურის გაზომვა ყურში. გადამწოდი თავსდება გარეთა სასმენ მილში, 2 წამის განმავლობაში და მონაცემები გამოდის დისპლეეზე. ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი და ზუსტი ხელსაწყოა. ამასთან, უსაფრთხოა. გამორიცხულია დაფის აპკის დაზიანება. აქვს დამატებითი ოპციები – გამოსაცვლელი ბუნიკები, მეხსიერების რეჟიმი, განათება, ხმოვანი სიგნალიზაცია. უარყოფითი მხარე – შედარებით ძვირია.

♦♦  ყურის ინფრაწითელ თერმომეტრებს ,,ამაზონზე” შეგიძლიათ გაეცნოთ აქ >>> დაკლიკებით
♦♦  ხოლო ,,ალიექსპრესზე”  აქ  >>> დაკლიკებით

ინფრაწითელი შუბლის  თერმომეტრი

მეტად მოსახერხებელია. მუშაობის პრინციპი ისეთივეა, როგორიც ყურის თერმომეტრის. გაზომვა ხდება მომენტალურად კონტაქტისას ან სულაც უკონტაქტოთაც  – საკმარისია თერმომეტრის მიტანა საფეთქელთან და რამდენიმე წამში მონაცემები ეკრანზე გამოდის.

♦♦ შუბლის ინფრაწითელ თერმომეტრებს ,,ამაზონზე” შეგიძლიათ გაეცნოთ აქ >>> დაკლიკებით
♦♦ ხოლო ალიექსპრესზე აქ  >>> დაკლიკებით

თერმოტესტი

ეს თხევადკრისტალური ერთჯერადი პლასტირია, რომელსაც ადებენ შუბლზე, ინდიკატორით ქვევით. მონაცემებს იძლევა 15 წამში. საკმაოდ მოსახერხებელია. განსაკუთთრებით მგზავრობისას. ნაკლი ისაა, რომ მონაცემებზე შესაძლოა იმოქმედოს ოფლმა, განათების  ხარისხმა, სხეულზე  მიკვრის სიმჭიდროვემ.

♦♦ თერმოტესტებს ,,ამაზონზე”  შეგიძლიათ გაეცნოთ და გამოიწეროთ >>> დაკლიკებით
♦♦ ხოლო ალიექსპრესზე აქ  >>> დაკლიკებით

,,ჭკვიანი” Bluetooth თერმომეტრი

საშუალებას იძლევა ვაკონტროლოთ ბავშვის ტემპერატურა სმარტფონის ეკრანიდან. მშობელს აღარ მოუწევს ყოველ საათში საწოლიდან ადგომა და ბავშვის სიცხის გაზომვა, როცა ის ავადაა. ბავშვს უკეთდება   სპეციალური სმარტ-თერმომეტრი, მობილურში კი საჭიროა სპეციალური აპლიკაცია, რომელიც იძლევა სიგნალს ტემპერატურის მომატებისას. მშობელიც ისვენებს და ბავშვის ზედმეტად გაღვიძებაც აღარაა საჭირო.

♦♦ Bluetooth თერმომეტრებს ,,ამაზონზე შეგიძლიათ გაეცნოთ აქ >>> დაკლიკებით
♦♦ ხოლო ალიექსპრესზე აქ  >>> დაკლიკებით

მიმოხილვა

ჩვენ ზემოთ, მოგაწოდეთ მსოფლიოს ორ  წამყვან  ინტერნეტ-მაღაზიაში ცალკეული ტიპის თერმომეტრების ფილტრირებული ლინკები. დასათვალიერებლად და შესაძენად ამ მაღაზიებში შებრძანდით მხოლოდ ზემოთ მითითებული ლინკებიდან.

♦♦ სიცხის საზომი თერმომეტრების მთლიანი განყოფილება  ,,ამაზონზე”  >>>
♦♦ თერმომეტრების მთლიანი განყოფილება ,,ალიექსპერესზე”  >>>

_______________________________

გადასვლა >>>  ,,ბავშვი“; ,,ავადმყოფის სახლში მოვლა“;  ,,სამედიცინო აპრატურა და აქსესუარები“;  ,,სამედიცინო ტექნიკის ფირმები“.

შემომავალი ბმები: 1. თერმომეტრი მონიტორი; 2. სხეულის ტემპერატურის მომატება (სიცხე ბავშვებში); 3. ბავშვის მოვლის ნივთები; 4. ფილტვების ანთების პროფილაქტიკა; 5. ცხელება; 6. ბავშვის ბანაობა 7. ბაზალური ტემპერატურა

..