ვარჩევთ სასკოლო ზურგჩანთას

სასკოლო ზურგჩანთა – როგორ შევარჩიოთ?

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
წინამდებარე საიტის ნებისმიერი პოსტიდან ამაზონზე გადასვლისას (ჟოლოსფერი ტექსტები), ეკრანზე გამოდის ინფორმაცია  სააქციო ფასებით. წინამდებარე პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

როგორ შევარჩიოთ?

ამჯერად ყურადღებას ზურგჩანთის არჩევაზე გავამახვილებთ, ვეცდებით, მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რათა თქვენი პატარასთვის სკოლაში გატარებული პირველი წელი ერთგვარი ტვირთი არ აღმოჩნდეს.
პირველი რჩევა ერთმნიშვნელოვანია – სკოლის ჩანთას აუცილებლად ზურგჩანთის ფორმა უნდა ჰქონდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ხერხემლის გამრუდება, ტკივილები და სხვა დისკომფორტი.
ზურგჩანთის სამხრეები მის სიმძიმეს აბალანსებს, გარდა ამისა, ბავშვს ორივე ხელი თავისუფალი აქვს – თუ სკოლის დერეფანში ან ქუჩაში წაიქცევა, გაცილებით კარგად შეძლებს თავის დაცვას და სხვა.
არ დაგავიწყდეთ, რომ ბავშვობის ყველაზე უდარდელი პერიოდი სწორედ სკოლის პირველ დღეს მთავრდება, ბავშვი უეცრად \”დიდი\” ხდება და გარკვეული პასუხისმგებლობებიც ეკისრება, ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ეს გარდამავალი ეტაპი მისთვის უმტკივნეულო იყოს.

შევარჩიოთ ისეთი ზურგჩანთა, რომელიც ბავშვისთვის სათამაშოს ფუნქციას უფრო შეასრულებს, ვიდრე საკანცელარიო ნივთებისა და წიგნების გადასაზიდ სათავსოსას.
დაე, ზურგჩანთას მისი საყვარელი პერსონაჟი ეხატოს: ადამიანი ობობა, ფიფქია, კონკია, ბეტმენი ან სხვა. ამიტომ ჯობს, ვიდრე ზურგჩანთას იყიდით, ჯერ ბავშვთან გაიაროთ კონსულტაცია.
ჰკითხეთ, როგორი ჩანთა სურს, ვინ უნდა ეხატოს ან სულაც იქნებ უნახატო უნდა. მაღაზიაში წაიყვანეთ, კარგად დაათვალიერებინეთ ყველა ჩანთა და არჩევანის გაკეთების პრეროგატივა მას დაუტოვეთ, რადგან ბავშვმა ყველაზე კარგად იცის, როგორი სასკოლო ჩანთებია ახლა \”მოდაში\”.

რას გვირჩევენ სპეციალისტები

სასკოლო ჩანთის შეძენისას სპეციალისტები გვირჩევენ: გახსენით ჩანთა და შიდა ნაწილი კარგად დაყნოსეთ, რადგან დაბალფასიანი ჩანთები შესაბამისი ხარისხის მასალისგან მზადდება.
სუნი შეიძლება ჰქონდეს დერმატინის მასალას ან წებოს, რაც ბავშვის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მით უფრო, თუ ბავშვი ალერგიულია.

კარგად შეამოწმეთ საკეტები და ელვა შესაკრავები, საღებავისა და ნაკერების მდგრადობა, ასევე ძლიერად დაქაჩეთ სამხრეები – ჩანთამ, სულ მცირე, სასწავლო წლის ბოლომდე უნდა გაძლოს, ხოლო თუ თქვენი ბავშვი ძალიან ცელქია, მაშინ მას განსაკუთრებით გამძლე ზურგჩანთა სჭირდება.
თუ საშუალება გაქვთ, მაშინ ჩანთა მაღაზიაში შეიძინეთ.
აქ არსებულ საქონელს შესაბამისი სერთიფიკატები ახლავს, ამრიგად ზუსტად გეცოდინებათ, რა მასალისგანაა შეკერილი თქვენი შენაძენი და ზოგადად რამდენად უსაფრთხოა.
ზურგჩანთა ბავშვის ფიზიკური შესაძლებლობების მიხედვითაც შეარჩიეთ.
მისი სიგანე მხრებზე დიდი არ უნდა იყოს, სიმაღლე კი კისრის დასაწყისიდან წელამდე.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩანთაში წიგნები და რვეულები უნდა ჩააწყოთ და არა კარავი და საძილე ტომარა. მსოფლიოს პედიატრები დიდი ხანია შეთანხმებულები არიან, რომ ბავშვმა საკუთარი წონის 10%-ზე მეტი არ უნდა აწიოს, რაც ჩანთის შერჩევის დროსაც უნდა გავითვალისწინოთ და მისი შიგთავსის შევსებისასაც.
აქ გაითვალისწინეთ ორი ფაქტორი: სკოლა თქვენი სახლიდან რამდენად შორსაა ანუ რამდენი ხნის განმავლობაში მოუწევს ბავშვს ზურგჩანთის ტარება და ეყოლება თუ არა დამხმარე, რომელიც სკოლიდან მაინც წამოიყვანს და ჩანთის ტარებაში დაეხმარება.

ორთოპედიული ზურგჩანთა

თუ ბავშვს ჩანთის ტარება დიდხანს უწევს, მაშინ იქნებ ორთოპედიული საზურგეს მქონე ჩანთა შეარჩიოთ, ხოლო 15-20 წუთიანი ტარებისთვის ზედმეტი ხარჯის გაწევა ნამდვილად არ ღირს – ხერხემალს მოუხერხებელ სკამზე ჯდომა უფრო მეტ ზიანს აყენებს.სასკოლო ზურგჩანთა

მთავარია, ზურგჩანთას მყარი უკანა მხარე ჰქონდეს, რათა წიგნების წვეტიანმა კუთხეებმა ბავშვი არ შეაწუხოს. შემოაწმეთ სამხრეებიც.
ნუ იქნება წვრილი, რათა ბავშვს მხრები არ ატკინოს. როგორც წესი, სასკოლო ზურგჩანთებს ფართო (3-4 სმ.), რბილი მასალით შეკერილი სამხრეები აქვს და თქვენც ასეთზე შეაჩერეთ არჩევანი.

გორგოლაჭებიანი ზურგჩანთები – რამდენად გამართლებულია?

ბოლო დროს მოდურია გორგოლაჭებიანი ზურგჩანთები, რომელთა შეძენასაც სპეციალისტები არ გვირჩევენ.
გარდა იმისა, რომ ასეთი ჩანთის ტარებისას ბავშვი ოდნავ ირიბად მიდის, ის ვერც ფიზიკურად იტვირთება და ზარმაცდება.
ამასთან გორგოლაჭები ჭუჭყიანდება და ზურგჩანთის ზურგზე მოკიდებისას ტანსაცმელსაც სვრის.
მისი ატანა მოუხერხებელია კიბეზე და სხვა არასწორ ადგილას, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის. გადასვლა >> ბავშვი


 ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
 როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
1. როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
2. როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
3.„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
4.კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.