პირველკლასელი

პირველკლასელი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

ახალი რეჟიმი

როდესაც ბავშვი პირველად მიდის სკოლაში, ეს ნიშნავს, რომ ოჯახში ყველაფერი იცვლება: ჩვეული რეჟიმი, განრიგი და, რაც მთავარია, ბავშვისადმი დამოკიდებულება.
ამ რეჟიმში ის მომავალი 12 წლის განმავლობაში იქნება, წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად დაიტვირთება, ამიტომ სწავლის პირველი ეტაპი, რაც შეიძლება, საინტერესო და უმტკივნეულო უნდა იყოს.
პირველკლასელთა უმეტესობა სკოლის პირველ დღეს ემოციურად ხვდება, ზოგი ტირის, უჭირს მშობლებთან განშორება, ახალ გარემოსთან შეგუება, ბაღის მეგობრების ნაცვლად ახლების შეძენა და სხვა. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ბავშვს ამ სიახლისთვის ახლავე მოამზადებთ.
მოუყევით, თავად როგორ სწავლობდით, როგორი კარგი თანაკლასელები და მასწავლებელი გყავდათ, რა კარგი იყო სწავლების პროცესი, დასვენებების დროს გართობა, ექსკურსიებზე სიარული და ასე შემდეგ. აუხსენით, რომ საუკეთესო მეგობრებს სწორედ სკოლაში შეიძენს, ხოლო აქ მიღებული განათლება მხოლოდ და მხოლოდ მისი მომავლისთვისაა სასიკეთო. საუკეთესო ვარიანტია, თუ მის კლასში ნაცნობი ბავშვი მოხვდება (ან სულაც დედმამიშვილი ან ახლო ნათესავი).
ასეთ შემთხვევაში ბავშვი უფრო მარტივად გადაიტანს ცვლილებას.
გაითვალისწინეთ, რომ სკოლასთან შეგუების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მასწავლებელია, ამიტომ სკოლის შერჩევისას ამ ფაქტორსაც მიაქციეთ ყურადღება.
ნუ მოგერიდებათ და სკოლის დირექციასთან ან სხვა მასწავლებლებთან საგულდაგულოდ გადაამოწმეთ მისი კვალიფიკაცია. რამდენჯერმე გაესაუბრეთ.
თუ თქვენს შვილს ათვისების პრობლემა აქვს, გაიგეთ, როგორ აპირებს მასთან ინდივიდუალურ მუშაობას, აქვს თუ არა ამ მხრივ გამოცდილება. გაარკვიეთ, რამდენად შემოქმედებითად უდგება სწავლების პროცესს, რადგან პირველკლასელისთვის სკოლაში სიარული გართობა უფროა, ვიდრე საპასუხისმგებლო პროცესი.

აუცილებელი ნივთები

იმისათვის, რომ მზად იყოთ სწავლის დასაწყისისთვის, კარგი იქნება წინასწარ გქონდეთ პირველკლასელისთვის საჭირო რამოდენიმე აუცილებელი ნივთი. ჩვენ გთავაზობთ მათ ჩამონათვალს; ასევე, მათი შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“.
თქვენი, როგორც მშობლის როლი კიდევ ერთ რგოლში უნდა გამოჩნდეს: ბავშვი სკოლისთვის მინიმალურ დონეზე მაინც უნდა იყოს მზად, მით უფრო, თუ საბავშვო ბაღში არ უვლია. ბავშვს ელემენტარული განათლება მაინც უნდა ჰქონდეს: იცოდეს საბავშვო ლექსები (სულ მცირე, მეტყველების გასატეხად მაინც), სიმღერები, ფერებისა და გეომეტრიული ფიგურების გარჩევა, ათამდე თვლა, ანბანის პირველი ასოების ჩამოთვლა.
კარგი იქნება, თუ ბავშვს პატარა ისტორიების მოყოლას მიაჩვევთ, მაგალითად, აღწეროს ეზოში თამაშისას ნანახი სურათი ან როგორ გაერთო სტუმრად ყოფნისას. ეს გადმოცემის უნარს განუვითარებს და უცხო ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსებსაც მოუხსნის. როგორც წესი, სწავლის პირველ დღეს პირველკლასელებს ერთმანეთს აცნობენ: ბავშვები ასახელებენ საკუთარ ვინაობას, ასაკს, ამბობენ ლექსს და ასე შემდეგ, რისთვისაც თქვენი შვილი მზად უნდა იყოს.
ეცადეთ, სწავლის პირველ პერიოდში, რაც შეიძლება, ინტერაქტიული იყოთ. ესაუბრეთ სკოლაში გატარებულ დროზე, ახალ მეგობრებზე, მასწავლებელზე. ასეთი საუბრები ბავშვს სკოლის გარემოსთან იდენტიფიცირებას გაუადვილებს, ხოლო თქვენ ფასდაუდებელ ინფორმაციას მოგაწვდით – გაიგებთ, როგორ ეგუება სკოლას, მასწავლებელი დაუმსახურებლად ხომ არ უწყრება ან სხვა ბავშვები ხომ არ ჩაგრავენ, რაც საკმაოდ ხშირად ხდება.

პირველი წარმატებები

პირველკლასელიპირველკლასელის მიერ მიღწეული ყოველი წარმატება დღესასწაულად აქციეთ: ნუ დაიზარებთ შეაქოთ, როდესაც უშეცდომოდ გიპასუხებთ, რომ ორჯერ ორი ოთხია ან ანბანს რაკრაკით ჩამოგითვლით.
ნუ გაუწყრებით, თუ ასოები ლამაზად ვერ გამოჰყავს – ასეთ შეცდომას თავადაც სჩადიოდით, უბრალოდ ახლა ამის შესახებ აღარ გახსოვთ, მით უფრო, რომ ლამაზი კალიგრაფია დროთა განმავლობაში მეორე პლანზე გადაინაცვლებს, ამიტომ ამის გამო საყვედური ნამდვილად არ ღირს.

მეგობრები

თუ ამის შესაძლებლობა გაქვთ, მისი თანაკლასელები შინ მოიწვიეთ. დაე, რამდენიმე საათი ერთად გაატარონ, გააცნობიერონ, რომ ერთმანეთს მხოლოდ სკოლაში არ უნდა შეხვდნენ და მათი ურთიერთობის სხვა ფორმაც შეიძლება არსებობდეს. დაგვერწმუნეთ, მეორე დღეს ბავშვი უფრო დიდი სიხარულით წავა სკოლაში, რადგან ეცოდინება, რომ იქ პოტენციური მეგობრები ელოდებიან. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ მასწავლებელთან მიმართებაშიც, თუ ბავშვს ის გაურკვეველი მიზეზით (უბრალოდ, ახირების გამო) არ მოსწონს. ოჯახურ გარემოში ნანახი უფროსი ადამიანი ახლობლის სტატუსს შეიძენს და სკოლაში მათ ურთიერთობასაც გააიოლებს.

აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1377344808


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.