კბილების მკურნალობა ორსულობის დროს

კბილების მკურნალობა ორსულობის დროს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


ბავშვის სტომატოლოგიური ჯანმრთელობა ყალიბდება ქალის ორსულობის ანტენატალურ პერიოდში. ამავდროულად, დედაში ხდება ჰორმონული გადაწყობა, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს კბილების დაშლის პროცესებს.
კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები შეიძლება განვითარდეს როგორც ორსულობის დასაწყისში, ასევე ლაქტაციის პერიოდში და ბავშვის სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.

ყველაზე ხშირი პრობლემები 

ორსულობის პერიოდში ჰორმონული ფონის შეცვლა ხშირად იწვევს ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ანთებით პროცესებს, რაც უარყოფითად მოქმედებს ნაყოფის იმუნიტეტსა და კბილების ჩანასახების ჩამოყალიბებაზე. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს ხშირად აღინიშნება ღრძილებიდან სისხლდენა და კბილების მინანქრის მომატებული მგრძნობელობა (რაც განპირობებულია ნერწყვისა და მინანქრის მინერალური შემადგენლობის ცვლილებით), აგრეთვე, უსიამოვნო შეგრძნებები ცივი და ცხელი საკვების მიღების დროს. ყველაზე ხშირ ჩივილებს მიეკუთვნება ასევე მერვე კბილების, ე.წ. „სიბრძნის კბილების” ამოჭრა.
არის შემთხვევები, როდესაც ქალს ორსულობამდე ჰქონდა არასრულად ამოჭრილი მერვე კბილები, ხოლო ორსულობამ ბიძგი მისცა მათ ზრდასა და ყბაში აქტიურ გადაადგილებას.
თუ ყბაში ახალი კბილებისთვის ადგილი არ არის, კბილი აღმოჩნდება ქუდაკის ქვეშ, რაც სასწრაფო მკურნალობას საჭიროებს.

თუ ქუდაკს არ მოვკვეთავთ, მის ქვეშ დაგროვდება საკვების ნარჩენები და გამრავლდება პათოგენური ბაქტერიები, რის შედეგადაც განვითარდება კარიესი და შეიძლება საჭირო გახდეს როგორც „სიბრძნის კბილის”, ასევე სხვა კბილების ამოღებაც.

როგორ მოვიქცეთ? 

კბილებთან დაკავშირებული პრობლემების ასაცილებლად, ორსულისთვის აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები, სულ მცირე სამ თვეში ერთხელ.
დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში არ უნდა დაელოდოს მშობიარობას, პირის ღრუს სანაცია შესაძლებელია არა მხოლოდ ბავშვის დაბადების შემდეგ, არამედ ორსულობის დროსაც. კარგი რეპუტაციის მქონე სტომატოლოგიური კლინიკები ხშირად სთავაზობენ ორსულებს მიკროინვაზიურ მკურნალობას,  რაც მდგომარეობს კბილის ქსოვილებზე მინიმალურ ჩარევაში.
მიკროინვაზია არის კბილის ქსოვილების მინიმალური ამოკვეთა მისი მკურნალობის დროს.
მკურნალობის ასეთი მეთოდი იდეალურია მომავალი დედებისა და ჩვილებისთვის. მიკროინვაზიური ტექნიკის გამოყენებით შესაძლებელია ტკივილისა და ბორმანქანის გარეშე მუშაობა – მკურნალობის პროცესში სტომატოლოგი იყენებს კარიესის ინფილტრატს, რომელიც ავსებს ფორების სისტემას და ამით ასტაბილურებს კბილის მაგარი ქსოვილების მდგომარეობას.
ასეთ შემთხვევებში ძალიან ხშირად გამოიყენება Icon (აიკონი) – ინოვაციური ტექნოლოგიების პროდუქტი, რომელიც გამოიყენება კარიესის მიკროინვაზიური მკურნალობის დროს.
მკურნალობის ეს მეთოდი შემუშავებულ იქნა გერმანიაში, საყოველთაოდ ცნობილი კომპანია DMG მიერ, რომელიც სტომატოლოგიური აღჭურვილობის წარმოების მსოფლიო ლიდერია.

ერთი ან რამდენიმე  კბილის კარიესული დაზიანების ინფილტრაციული მეთოდით მკურნალობის დროს გამოიყენება კოფერდამი – ლატექსის ფირფიტა, რომელიც ახდენს პირის ღრუს დანარჩენი უბნის იზოლირებას იმ უბნისგან, სადაც ტარდება მიკროინვაზიური მკურნალობა. მთავარია – დროულად შევამჩნიოთ კბილებზე თეთრი ლაქების გაჩენა, რომლებიც კარიესის (მალე) საწყის განვითარებაზე მიუთითებენ. თეთრი ლაქების გაჩენა დაკავშირებულია ჰაერის შეღწევასთან კბილების დამცავი მინანქრის დემინერალიზაციის ზონაში და ცვლის სინათლის არეკვლას კბილის მაგარ ქსოვილებში. კარიესის განვითარების უკვე ამ საწყის სტადიაზე დაავადების გამომწვევი ბაქტერიები შლიან კბილის მინანქარს, მავნე მჟავები აღწევენ ღრმად და შლიან კბილის ჯანმრთელ მინერალებს, თანდათან აღწევენ დენტინამდე და კბილის ფესვამდე. კარიესით დაზიანებული ქსოვილის უბნების კომპოზიტური მასალით შევსების მეთოდი ახდენს კბილების დაზიანებული მინანქრის ჰერმეტიზაციას, აჩერებს კარიესულ პროცესს და კბილების მაგარი ქსოვილის შემდგომ დაშლას. ასეთი პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წთ-ია. გადასვლა >> 1. სტომატოლოგია; 2. ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.