კბილების მოვლა ორსულობის დროს

კბილების მოვლა ორსულობის დროს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.
✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”
♦ ინტერნეტ-მაღაზიები


როგორც ცნობილია, ორსულობის დროს ქალი თავის ჯანმრთელობაზე ორჯერ მეტად ზრუნავს. კბილების მოვლა გამონაკლისი არ არის. 

დავუჯეროთ სტომატოლოგს და არა მითებს 

თაობებიდან თაობებს, ბებიებიდან დედებს გადაეცემა ისტორიები იმის შესახებ, რომ ბავშვი ერთ კბილს ართმევს დედას, რომ ორსულობა ძალიან ცუდად აისახება სტომატოლოგიურ ჯანმრთელობაზე და რომ კბილის მკურნალობა ცხრა თვის განმავლობაში არ შეიძლება. მრავალი მომავალი დედა წინასწარ არწმუნებს საკუთარ თავს ნეგატიური შედეგების შეუქცევადობაში და არ მიდის სტომატოლოგთან ვიზიტზე. გასაკვირი არ არის, რომ კბილები მართლაც ზიანდება.
სინამდვილეში კბილების მკურნალობა ორსულობის დროს შეიძლება და მათზე ზრუნვაც ადრინდელთან შედარებით ორჯერ მეტად არის საჭირო.

განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ 

ორსულობა მომავალ დედას მრავალ სულიერ და ფიზიკურ ძალას ართმევს. ეს უდავოა. ცვლადი ჰორმონული ფონი, მიღებული საკვების რაოდენობის ზრდა, ზოგიერთი მინერალის დეფიციტი – ყოველივე ეს ცუდად აისახება კბილებზე. სწორედ ამიტომ, ორსულობის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სტომატოლოგიურ ჯანმრთელობას. ექიმი შეგირჩევთ კბილების მოვლის საშუალებებს და სპეციალურ დიეტას.

დიეტა ჯანმრთელი კბილებისთვის 

ჩვილის ყბა-კბილოვანი სისტემის სწორი განვითარებისთვის საჭიროა კალციუმის საკმარისი რაოდენობა. ნაყოფის სარძევე კბილების ჩასახვა იწყება ორსულობის მე-7-13 კვირაზე. მე-20 კვირის ბოლოს იწყება ცენტრალური კბილების ჩანასახების მინერალიზაცია. ორსულობის მეორე ნახევრის ბოლოს იწყება დანარჩენი სარძევე კბილების ჩანასახების მინერალიზაცია.
ითვლება, რომ ბავშვი კალციუმს იღებს დედის კბილებიდან და ძვლებიდან. ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის სიმართლე. თუ ორსულის რაციონი სწორად არის შედგენილი,  განვითარებისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას ბავშვი მიიღებს არა დედის კბილებიდან, არამედ პროდუქტებიდან. ვიტამინებისა და კალციუმის დეფიციტის დროს, (მათ) ბავშვი ამ ყველაფერს იღებს დედის ორგანიზმიდან, ხოლო კბილები ლაკმუსის ქაღალდის მსგავსად, პირველნი მოახდენენ რეაგირებას: იწყებენ მორყევას, დაიფარებიან ყვითელი ლაქებით, გაჩნდება კარიესი. მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია.
ორსულის რაციონი უნდა შეიცავდეს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ასევე ორსულთა ვიტამინებს, რომლებსაც ნიშნავს გინეკოლოგი. საკვებში აუცილებელია რაც შეიძლება მეტი რძის პროდუქტების: რძის, ხაჭოს, კეფირის, იოგურტის და ა.შ. გამოყენება, რადგან ისინი მდიდარია კალციუმით.
კალციუმის კარგი ათვისებისთვის საჭიროა D ვიტამინი. მასაც შეიცავს რძის პროდუქტები, მაგალითად, კარაქი, ყველი, ასევე კვერცხის გული, თევზის ქონი, ქვირითი, ოხრახუში და სოკო. მაგრამ ძალიან პასუხისმგებლიან დედებსაც კი ექმნებათ ჰორმონული ცვლილებებით ან უბრალოდ (ცუდი) არასწორი  ჰიგიენით პროვოცირებული კბილების პრობლემები.

ღრძილების მოვლა 

გინგივიტი ღრძილების დაავადებაა, რომელიც აღენიშნება ორსულთა უმრავლესობას. იგი ვლინდება ღრძილების მომატებული სისხლმდენობით და კბილების მომატებული მგრძნობელობით. ამ დაავადებას იწვევს ორსულის ცვლადი ჰორმონული ფონი და პირის ღრუს არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა: კბილის რბილი ნადები გროვდება ღრძილების კიდის გასწვრივ და გაწმენდისთვის მიუდგომელ ადგილებში.
გინგივიტთან გამკლავება შესაძლებელია კბილების პროფესიონალური წმენდითა და სტომატოლოგის მიერ დანიშნული პროფილაქტიკური საშუალებებით. არ უნდა დაგვავიწყდეს კბილების ყოველდღიურად გაწმენდა.

სწორი კბილის პასტა 

ორსულთა კბილის პასტა განსაკუთრებული უნდა იყოს – ხელი უნდა შეუწყოს ღრძილების გამაგრებასა და შეხორცებას, ანთებითი პროცესების ჩაცხრობას, შეიცავდეს კალციუმს.
კარგია სამკურნალო მცენარეების ბუნებრივი ექსტრაქტების შემცველი კბილის პასტის გამოყენება – ისინი ანადგურებენ ბაქტერიებს და აგვაცილებენ კარიესის განვითარებას.

კბილების რეგულარული წმენდა

მნიშვნელოვანი ფაქტორია კბილების რეგულარული წმენდა. ორსულობამდე, ორსულობის დროს და მის შემდეგ კბილების გახეხვა საჭიროა დილით და საღამოს, სულ მცირე 3-5 წუთის განმავლობაში. ზედმეტი არ იქნება სავლების გამოყენება – იგი ასუფთავებს როგორც კბილებს, ასევე მთელ პირის ღრუს.
ორსული ქალისთვის ასევე სასარგებლო იქნება ფლოსის – კბილის ძაფის გამოყენება.
როგორც ცნობილია, უმჯობესია დაავადების აღკვეთა, ვიდრე მისი მკურნალობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს  უკეთ უმკლავდებიან ის ქალები, რომლებმაც ორსულობამდე მოირჩინეს კბილები, ხოლო ორსულობის დროს მკაცრად იცავდნენ თავის რაციონს და იტარებდნენ პროფილაქტიკას.
თუ თქვენ არ (მოირჩინეთ) უმკურნალეთ  კბილებს ორსულობამდე, არ შეგეშინდეთ ორსულობის დროს მათი მკურნალობის. თითოეული დაავადებული კბილი ინფექციის კერაა, რომელიც საშიშია დედისა და ბავშვისთვის. სასურველია სტომატოლოგთან სულ მცირე 2 ვიზიტი: ორსულობის დასაწყისში და ბოლოში.
არ გადადოთ მკურნალობა შემდეგისთვის. ბავშვის დაბადების შემდეგ ამისათვის ძალა და დრო, (ძირითადად, კიდევ უფრო) ნაკლებია.  აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

გადასვლა >> 1. სტომატოლოგია; 2. ორსულობა. იხ. ასევე: ორსულობა და კბილები