ბავშვის ჩაცმა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

საბავშვო ტანსაცმლის განყოფილება ,,ამაზონზე”
 – გოგონებისთვის
 – ბიჭუნებისთვის
ახალშობილი ბიჭუნების კომბინეზონები
ახალშობილი გოგონების კომბინეზონები
ახალშობილი ბიჭების ბოდეები 
ახალშობილი გოგონების ბოდეები
 ბავშვის წინდები  
 ბავშვის ქუდები  
 ბავშვის ფაჩუჩები  
 ბავშვის თათმანები  
 ბავშვის მაისურები  

ძველად ბავშვებს სახვევებში ახვევდნენ -კოჭავდნენ. გაკოჭვა — უძველესი ხელოვნებაა, რომელიც ბავშვის უსაფრთხოდ ყოფნაზეა მიმართული. დასავლეთის ქვეყნებში გაკოჭვა პოპულარული არაა, თუმცა აღმოსავლეთის ქვეყნებსა და სხვადასხვა ტომებში დღემდე მიღებულია ბავშვის გაკოჭვა. ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა საჭიროა თუ არა ბავშვის სახვევებში გახვევა, მავნეა თუა სასარგებლოა ბავშვისთვის გაკოჭვა. ამჟამად უმრავლესობა თავისუფლად ზრდის ბავშვს, დაბადებისთანავე აცმევენ ტანსაცმელს, ან თუ ძალიან ცხელა ტანსაცმლის გარეშეც ყავთ. ზოგიერთი მშობელი კი ბავშვის სახვევებში თავისუფლად გახვევას არჩევს. ამასთან მსჯელობა გაკოჭვის შესახებ კვლავ გრძელდება.
პირველ კვირებში ბავშვს ისევე ხშირად დასჭირდება ტანსაცმლის გამოცვლა, როგორც — საფენის. როცა ბავშვი ფეხს აიდგამს, მოხერხებული ტანსაცმელი დაგჭირდებათ, რომელიც ბავშვს მოძრაობას არ შეუზღუდავს. თქვენი პატარა ისე სწრაფად იზრდება, რომ ტანსაცმელი გაცვეთამდე უპატარავდება. ამიტომ ერთდროულად ძალიან ბევრს ნუ შეიძენთ. ეცადეთ, ადვილად მოსავლელი, მანქანით სარეცხი ტანსაცმელი აირჩიოთ. წამოზრდილი ბავშვისთვის, უმჯობესია ფართე მაისურები, იოლად შესაკრავი ჟაკეტები და ელასტიკური ქსოვილის შარვლები, რათა დამოუკიდებლად ჩაცმა-გახდას მიეჩვიოს.

ჩვილის ტანსაცმელი იოლად ჩასაცმელი უნდა იყოს და მანქანით ირეცხებოდეს. სასურველია ბუნებრივი ქსოვილისგან იყოს დამზადებული. პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბავშვის ძირითადი სამოსი  – კომბინეზონი იქნება, ერიდეთ შალის დიდნაჩვრეტებიან ტანსაცმელს. ბავშვს კნოპებიანი ტანსაცმელი ჩააცვით, რათა საფენი იოლად გამოუცვალოთ.
ფართოყელიანი ბავშვის სამოსი მოსახერხებელია ჩასაცმელად. წინდები — რბილი და თავისუფალი უნდა იყოს, რათა თითებზე არ მოუჭიროს.
გრილ ამინდში ბავშვს ქუდი სჭირდება, რათა თავი არ გაუცივდეს, ხოლო ცხელ ამინდში მზის ქუდი დაახურეთ.
ბამბის რეიტუზში ბავშვს ფეხები თბილად ექნება. ცივ ამინდში გამოგადგებათ ელასტიკური ქსოვილის ფაჩუჩები, სანამ ბავშვი ფეხს აიდგამს. ფაჩუჩები ფეხზე მჭიდროდ არ უნდა ქონდეს. ბავშვი იოლად კარგავს სითბოს, ამიტომ ცივ ამინდში შესაფერისად ჩააცვით.
ბავშვს შეიძლება ჩაცმა – გახდის პროცესი არ მოსწონდეს, მაგრამ ამას სასიამოვნო საქმედ აქცევთ, თუ ტანსაცმლის გამოცვლისას მოეფერებით, ჩაიხუტებთ, აკოცებთ და დაელაპარაკებით. ფრთხილად იმოქმედეთ — ჯერ მოიმარაგეთ, რაც გჭირდებათ, ბავშვი გამოსცვლელ ლეიბზე დააწვინეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გააშიშვლეთ.

მაისურის ჩაცმა: 

1. მაისურის წინა მხარე თქვენსკენ მოაქციეთ, უკანა მხარე ბავშვს თავზე გადაცვით.ბავშვის ჩაცმა
2. ერთი, სწრაფი მოძრაობით მაისურის წინა მხარე ბავშვს ნიკაპამდე ჩამოუწიეთ, ქსოვილი ისე ჩამოსწიეთ, რომ სახეზე არ მოედოს და არ გააღიზიანოს.
3. ბავშვს ფრთხილად აუწიეთ თავი და მაისური ისე ჩამოუწიეთ, რომ ყელზე ჩამოეცვას და მხრებზე დაეფინოს, ფრთხილად დააწვინეთ ლეიბზე.
4. თუ მაისური სახელოებიანია, თითები სახელოში ჩაყავით და გაწელეთ, მეორე ხელით კი ბავშვის მუშტი თქვენი თითებისკენ წამოიღეთ.
5. ცალი ხელით ხელი დაუჭირეთ, მეორეთი კი სახელო ჩამოაცვით და ხელი გააყრევინეთ.
6. მაისური მუცელზე ჩამოუწიეთ.კოჭებში ხელი მოჰკიდეთ, ქვედა ტანი ააწევინეთ და მაისურის ზურგიც ჩამოუწიეთ. ფეხებს შორის კნოპები შეუკარით.

კომბინეზონის ჩაცმა:

1. ბავშვი აიყვანეთ. გამოსაცვლელ ლეიბზე სუფთა კომბინეზონი გაშალეთ და კნოპები შეუხსენით. ზემოდან ბავშვი დააწვინეთ ისე, რომ კისერი კომბინეზონის ყელის ამონაჭერს გაუსწორდეს.
2. კომბინეზონის ცალი ტოტი ხელში მოიქციეთ და შეეცადეთ, ბავშვს ფეხზე მოხერხებულად მოარგოთ.
3. ცალი ხელი სახელოს მაჯაში გაუყარეთ და დანარჩენი სახელო ხელის ირგვლივ მოაქციეთ. ღია ნაწილი გაწელეთ, მეორე ხელით ბავშვს მუშტი თქვენი თითებისკენ წამოაღებინეთ.
4. ბავშვს ხელი დაუჭირეთ, სახელოში გააყრევინეთ და ასწიეთ. ასე ბავშვი თითებსა და ფრჩხილებს არსად წამოსდებს.
5. თუ კომბინეზონი დიდია, სახელოები აუკეცეთ, რათა შეეძლოს ხელები თავისუფლად ამოძრაოს.
6. კნოპების შეკვრა ბარძაყებიდან დაიწყეთ და ნიკაპამდე ადით.

ტანსაცმლის გახდის დროს ბავშვი შეიძლება კანზე ცივი ჰაერის შეგრძნებამ გააღიზიანოს, ამიტომ შიშველ მუცელზე სახე დაადეთ. ეცადეთ, გახდის შემდეგ ბავშვს სწრაფად ჩააცვათ, ან პირსახოცი შემოახვიოთ. >> ბავშვი


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.





,,